გერმუხის ქედი

ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში

გერმუხიქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ხარულის ქედის დასავლეთი ტოტი. დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და გუდისისწყლის აუზების წყალგამყოფი.

გერმუხის ქედი
კოორდინატები: 42°26′53″ ჩ. გ. 44°10′56″ ა. გ. / 42.448278° ჩ. გ. 44.182389° ა. გ. / 42.448278; 44.182389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
უმაღლესი წერტილი მანგაავცაგი
სიმაღლე 3338 
ამგებელი ქანები ფლიშური წყება
გერმუხის ქედი — საქართველო
გერმუხის ქედი
გერმუხის ქედი — შიდა ქართლი
გერმუხის ქედი

იწყება მთა ქნოღოსთან, მიმართულია სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ებჯინება დიდი ლიახვის ხეობას მდინარეების თლიდონისა და გუდისისწყლის შესართავებს შორის. ქედის უმაღლესი მწვერვალია მანგაავცაგი (3338 მ). აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით. ძველი გამყინვარების კვალი განსაკუთრებით ჩრდილოეთ კალთისათვისაა დამახასიათებელი. თხემზე ალპური მდელოებია, კალთებზე — ტყეები (დასავლეთ ნაწილში გვხვდება წიწვიანებიც).

ლიტერატურა

რედაქტირება