სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაჰილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაჰილი, ლაჰლა, ლაილა — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადის — ლაილჭალის სათავეებში. წარმოადგენს სვანეთის ქედის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 4008 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, მეტამორფული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. მწვერვალის ჩრდილოეთ კალთაზე ხეობის ტიპის მყინვარებია.[1] ლაჰილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით საზრდოობს ლაჰილის მყინვარი.[2] პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯონ კოკინმა 1887 წელს.[3]

ლაჰილი
ლაჰილი
ლაჰილი
კოორდინატები: 42°55′19″ ჩ. გ. 42°33′05″ ა. გ. / 42.92194° ჩ. გ. 42.55139° ა. გ. / 42.92194; 42.55139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 4008 
ქედი სვანეთის ქედი
პირველი ასვლა ჯონ კოკინი (1887)
ლაჰილი — საქართველო
ლაჰილი
ლაჰილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაჰილი

სქოლიო რედაქტირება

  1. დავით უკლება, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.
  2. ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.
  3. Восхождение на Лайлу, 4008 м, треккинг и экскурсии в Сванетии