ლაჰილის მყინვარი
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ლაჰილის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 5,5 კმ, ფართობი 5,24 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2220 მ-ზე. ლაჰილის მყინვარი შედგება 2 ტოტისაგან, მარჯვენა ტოტი დიდია, მარცხენა — პატარა და ყინულვარდნილს წარმოადგენს. საზრდოობს მწვერვალ ლაჰილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. ასაზრდოებს მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადს — ხუმფრერს.
ლაჰილის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°55′50″ ჩ. გ. 42°31′34″ ა. გ. / 42.9308306° ჩ. გ. 42.52611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის ქედი |
ფართობი | 5,24 კმ² |
სიგრძე | 5,5 კმ |
ტიპი | ხეობური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.