აგეფსთა

მთა საქართველოში და რუსეთში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგეფსთა (მრავალმნიშვნელოვანი).

აგეფსთა, იაღიაფსთა, აღეფსთა[1] (აფხ. Аӷаԥсҭа < аӷ — „სეტყვა“ და аԥсҭа — „ხეობა“) — მთა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველოსა და რუსეთის კრასნოდარის მხარის საზღვარზე, მდინარე გეგის მარცხენა შენაკად აგეფსთის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3257 მ. აგებულია ბაიოსური ტუფ-პორფირიტებით. მკაფიოდ ემჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. თანამდეროვე გამყინვარება მცირეა, უფრო ჩრდილოეთ კალთაზეა. 1700–1800 მ-მდე სოჭნარი და წიფლნარია, ზემოთ კი სუბალპური მაღალი ბალახეული და ალპური მდელოები. მისასვლელი გზა მდინარეების გეგისა და მზიმთის სათავეებიდან.[2]

აგეფსთა
აგეფსთა აიბღის ქედიდან
აგეფსთა აიბღის ქედიდან
კოორდინატები: 43°32′53″ ჩ. გ. 40°28′53″ ა. გ. / 43.5481361° ჩ. გ. 40.4815611° ა. გ. / 43.5481361; 40.4815611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კრასნოდარის მხარე
სიმაღლე 3257 
ქედი გაგრის ქედი
აგეფსთა — საქართველო
აგეფსთა
აგეფსთა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აგეფსთა
სურათები ვიკისაწყობში
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 14.
  2. მგელაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 42.