არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ახალციხის ციხე.

რაბათის ციხე, ახალციხის ციხე — ისტორიული ციხე საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე, რომელიც საუკუნეების წინ, ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა.[1][2][3]

რაბათის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი აღდგენილი
ისტორია
თარიღდება IX საუკუნით
რაბათის ციხე — საქართველო
რაბათის ციხე
რაბათის ციხე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
რაბათის ციხე
რაბათის ციხე ვიკისაწყობში

ისტორია

ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება მისი თავდაპირველი სახელწოდება „ლომსია“ იყო, რომელიც XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნის დასაწყისში, ქალაქის ხელახალი შენება დაიწყო ბაშქენ II ჯაყელმა, რომელიც დავით აღმაშენებელის დავალებით, თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ, საფორტიფიკაციო თავდაცვით სისტემებს ქმნიდა და ქალაქების აღდგენას ეწეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაერქვა ამ ადგილს „ახალციხე“. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა.[4][5][6][7]

ახალციხე სამცხის მნიშვნელოვანი სავაჭრო, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. იგი1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს. 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკი აბრაგების მიერ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობის მთავარი ბუნაგი იყო. 1810 წლებში საათაბაგოს ნაწილი, ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები რუსებმა აიღეს. მაგრამ ბუქარესტის ზავით, 1812 წელს იგი კვლავ ოსმალეთს გადასცეს. 1828-1829 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, რუსთა ჯარმა გენერალ ი. პასკევიჩის სარდლობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ადრიანოპოლის ზავის თანახმად, ახალციხე და 10 სანჯაყი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ი. პასკევიჩის ბრძანებით არზრუმიდან და არტაანიდან სამცხეში 100 000 კომლი სომეხი ჩაასახლეს. ქართველებს მიწები ჩამოართვეს. სომხებს გადასცეს და 7 წლით ბეგარისგან გაათავისუფლეს, რამაც მძიმე ეკონომიკურ და ეთნიკურ პირობებში ჩააყენა ქართველი მოსახლეობა. 1840 წლიდან ახალციხე მაზრის ცენტრი იყო. 1846 წელს ქუთაისის გუბერნიის, შემდეგ კი თბილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქი გახდა. 1853 წლის ნოემბერში ყირიმის ომის დროს ახალციხესთან რუსულ-ქართულმა ჯარმა ი.ანდრონიკაშვილის სარდლობით სასტიკად დაამარცხა ოსმალები. 1918 წლის ივნისში დამოუკიდებელი საქართველოს დროს ოსმალებმა ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა და ბათუმი დაიკავეს, საქართველოს რესპუბლიკის ჯარმა ისინი განდევნა. 1921 წ. 8 მარტს ახალციხე რევოლუციურმა მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს და ქალაქში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ახალციხე რაიონული ცენტრი იყო, ხოლო ბოლო დროს რეგიონული ცენტრია.[8][9]

2011-2012 წლებში მიმდინარე რეკონსტრუქციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.

რესურსები ინტერნეტში

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11599

სქოლიო

  1. https://www.akhaltsikhe.gov.ge/ge/istoria
  2. ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)
  3. ხიმშიაშვილები (წყაროები, ლიტერატურა, პუბლიკაციები)
  4. https://www.akhaltsikhe.gov.ge/ge/istoria
  5. https://patriarchate.ge/news/1311
  6. https://books.google.ge/books?hl=ru&id=kOvUAAAAMAAJ&dq=%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94&focus=searchwithinvolume&q=%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94
  7. https://books.google.ge/books?hl=ru&id=VEIMAQAAMAAJ&dq=%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94&focus=searchwithinvolume&q=%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94
  8. https://www.coe.int/ka/web/i-choose-equality/blogs/-/asset_publisher/Ll9RU5VJJdSc/content/old-diverse-akhaltsikhe?inheritRedirect=false&redirect=https%3A%2F%2Fwww.coe.int%2Fka%2Fweb%2Fi-choose-equality%2Fblogs%3Fp_p_id%3D101_INSTANCE_Ll9RU5VJJdSc%26p_p_lifecycle%3D0%26p_p_state%3Dnormal%26p_p_mode%3Dview%26p_p_col_id%3Dcolumn-1%26p_p_col_pos%3D2%26p_p_col_count%3D3
  9. https://library.iliauni.edu.ge/qarthuli-istoriuli-sabuthebis-korpusi-mravaltomeuli-t-4-qarthuli-istoriuli-sabuthebi-xvi-saukune-qarthli-da-samtskhe-saathabago/