გოგა ხაჩიძე

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ხაჩიძე)

გიორგი (გოგა) ხაჩიძე (დ. 9 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2008-2012 წლებში.

გოგა ხაჩიძე
გოგა ხაჩიძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ნოემბერი, 2008 – 31 აგვისტო, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი
წინამორბედიირაკლი ღვალაძე
მემკვიდრეგიორგი ზედგინიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
მარტი, 2005 – 1 ნოემბერი, 2008
პრეზიდენტინინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე
წინამორბედინიკო ნიკოლოზიშვილი
მემკვიდრელაშა ჭკადუა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
დეკემბერი 2004 – მარტი 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიდავით ბაშალეიშვილი
მემკვიდრევასილ მაღლაფერიძე

დაბადებული9 თებერვალი, 1974 (1974-02-09) (50 წლის)
თბილისი,საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაბიოლოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით — ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი. 1993–1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1994–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, ასევე ტელეკომპანიებში: იბერვიზია, რუსთავი-2, 202, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, რადიო 105-ში, რადიო რეზონანსში, გაზეთ რეზონანსში. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში იყო ჯგუფ სახის წევრი, დათო ხუჯაძესთან და დათო ფორჩხიძესთან ერთად.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2002 წლის ნოემბერში იყო პოლიტიკური პარტია გაერთიანებული დემოკრატების ხაშურის ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის მარტამდე მუშაობდა ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილედ. 2004 წლის მარტიდან ამავე წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 2005 წლის მარტიდან 2008 წლის ნოემბრამდე წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2008 წლის 1 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. ამ პოსტს იკავებდა 2012 წლის სექტემბრამდე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

2015 წლის 25 მაისს გოგა ხაჩიძემ, პალიკო კუბლაშვილთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგი მელაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება