თორი
თორი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.
თორი | |
---|---|
სლესა | |
კუთხის ცენტრი | ბორჯომი |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | 1 |
ფართობი | 1013 |
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში | |
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
ისტორია
რედაქტირებაისტორიკოსი ლეონტი მროველი, როდესაც მეფე ფარნაოზის მიერ (III საუკუნის ძვ. წ.) ქართველთა სამეფოში ერისთავთა განწესების შესახებ მოგვითხრობს, აღნიშნავს:
„ფარნაოზმა მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ აწ არს სამცხე და აჭარა.[1]“
|
ისტორიკოსის ამ ცნობიდან ნათელია, რომ ოძრხის საერისთაოს აღმოსავლეთ ნაწილი — სამცხე ტაშისკარიდან იწყებოდა.
ჟამთააღმწერელის ცნობით XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის მმართველ ბექა I ჯაყელს
ამ ცნობებზე დაყრდნობით მკვლევარი გიორგი ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოს აღმოსავლეთი ნაწილი — სამცხე ისევ ტაშისკარიდან იწყება, თუმცა შენიშნავს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოში შემავალ მხარეთა შორის ისტორიკოსს თორ-ჯავახეთი არ აქვს დასახელებული. ჟამთააღმწერელი ბექა ჯაყელის თაოსნობით თურქთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობის ამბავს რომ გადმოგვცემს, აღნიშნავს:
„და ვითარ ცან ბექამან მოსვლა თურქთა, მოუწოდა ყოვლთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტაშისკარითგან ვიდრე ბასიანამდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესტა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველთა ქუეყანა; ამათ თან თმოგუელთა და თორელთა და შეკრიბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი.[3]“
|
ამ ცნობით ბექა ჯაყელის სამფლობელო ტაშისკარიდან იწყება, ამასთან, ამავე ცნობიდან ნათლად ჩანს, რომ თმოგველთა და თორელთა საპატრონოები ბექა ჯაყელის „ქუეშე დაწესებულ“ მხარეთა რიცხვს არ ეკუთვნიან, თმოგველნი და თორელნი მას ეხმარებიან მხოლოდ როგორც მოკავშირეები.
როგორც მკვლევარი გიორგი ზედგინიძე ასკვნის, აწინდელი ბორჯომის ხეობა XII-XIII საუკუნეებში სამცხის მთავართა — ჯაყელთა და, ჯავახეთის მთავართა — თორელთა შორის ნაწილდებოდა. ეს რომ ასე იყო, ამას ცხადყოფს XVI საუკუნის კარგად ცნობილი დოკუმენტი „მცხეთის საკათალიკოსო მამულების სია სამცხეს“ (1516 წლისა), რომელშიც პირველად დასახელებულია ძველი მეპატრონენი და შემდეგ ისინი, ვისაც ნუსხის შედგენის დროისთვის უჭირავთ ის საპატრონონი. ბორჯომის ხეობა ნაწილდება ორ ძველ მეპატრონეთა შორის — სამძივრების და ბუმბულის ძეთა შორის. დოკუმენტში აღნიშნულია:
„სამძივარი მისთა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით გოგებაშვილს აქუს. ბუმბულის ძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით ავალიშვილთ და სლესართა აქუს.[4]“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა. ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი, თბ., 1957;
- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 694.
- ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955 წ., I-II
- ზედგინიძე გ., თორელ-ჯავახთა და ჯაყელ-მესხთა საკითხისათვის (თორელთა და ჯაყელთა გვარის წარმოშობა ისტორიული წყაროების მიხედვით), „ლიტერატურული მესხეთი“, 2003, ოქტომბერი, გვ. 6-7.
- შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ტექსტების პუბლიკაციური გამოკვლევები და საძიებელი, 1961 წ
- ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან : ზემო ქართლი - თორი, ჯავახეთი, გვ. 7-69, თბ., 1985[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955წ., I, გვ. 24
- ↑ ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955წ., I, გვ. 304
- ↑ ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955წ., II, გვ. 312
- ↑ შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ტექსტების პუბლიკაციური გამოკვლევები და საძიებელი, 1961წ. გვ. 33