ოძრხის საერისთავო
ოძრხის საერისთავო — ქართლის ანუ იბერიის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. განაგებდა მეფის მოხელე ერისთავი, რომელიც ძვ.წ. მე-3 საუკუნის I ნახევრიდან ოძრხეში იჯდა.[1] ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით იგი, იბერიის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ დაწესებული 8 საერისთავოსა და 1 სასპასპეტოსაგან ერთ-ერთია.[2] ტერიტორიულად მოიცავდა სამცხისა და აჭარის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს.[1] ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთაში“ მისი დაარსება შემდეგნაირად არის აღწერილი:
...გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.[3]
ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ოძრხის საერისთავოს განაგებდნენ ბივრიტიანები.[4]
თავად ქალაქი ოძრხე წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ თანახმად ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს, ქართლოსის შვილ ოძრხოსს დაუარსებია.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოძრხევი დაარქივებული 2016-03-22 საიტზე Wayback Machine.