სამძივრებისაქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIV საუკუნეებში. სახელწოდება მომდინარეობს მათი მამულის — სამძივრის ხევის (სამცხე) სახელისაგან.

არსებობს მოსაზრება, რომ სამძივრების გვარისაგან წარმოდგება თორელების ფეოდალური საგვარეულო. XII საუკუნის 80-იანი წლებში სამძივრები დამოყვრებიან სამცხის დიდებულებს — ჯაყელებს. კრავაი ჯაყელი ცოლად შეურთავს ერთ-ერთ სამძივარს. სამძივრები როგორც ჩანს, ჯაყელებთან ერთად, მიემხრნენ აჯანყებულ იური ანდრიას ძეს; აჯანყების დამარცხების შემდეგ კი ისინი ამ აჯანყებაში მონაწილე გუზან ტაოსკარელთან ერთად გაიქცნენ შაჰარმენთან (ხლათის მმართველი). XIII საუკუნის შუა წლებში სამძივრები კვლავ ჩანან სამცხეში. ერთ-ერთი სამძივარი შებრძოლებია აბაღა-ხანის წინააღმდეგ აჯანყებულ მონღოლ უფლისწულს თეგუდარს, რომელიც ლიხთ-იმერეთიდან (სადაც დავით ნარინი იყო შეხიზნული) გადმოსულა სამცხე-ჯავახეთის დასარბევად. სამცხე-საათაბაგოს თავადების XVI საუკუნის ნუსხაში მოხსენიებულია, როგორც სამცხის გადაშენებული ფეოდალური საგვარეულო, რომელთა მამული ამ დროს ეპყრა გოგიბაშვილს.

ლიტერატურა

რედაქტირება