კრავაი ჯაყელი
კრავაი ჯაყელი, კრავაჲ ჯაყელი — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, დიდგვაროვანი ფეოდალის სამძივრის დედა. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის დროს თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება წარმატებით შეასრულეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 547.