ასპინძა
ასპინძა[4] — დაბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და თემის ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ოთის შესართავთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე, საავტომობილო მაგსიტრალი ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე, თბილისიდან 248 კმ. დაბაში შემორჩენილია X-XII სს-ის ხუროთმოძღვრების ძეგლები.
დაბა | |
---|---|
ასპინძა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°34′24″ ჩ. გ. 43°15′00″ ა. გ. / 41.57333° ჩ. გ. 43.25000° ა. გ. |
პირველი ხსენება | 888 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1961 |
ცენტრის სიმაღლე | 1090 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2793[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 95,8 % სომხები 3,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 364[2] |
საფოსტო ინდექსი | 0500[3] |
ოფიციალური საიტი | https://aspindza.ge/ |
ისტორია
რედაქტირებასახელი სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი, როდესაც მემატიანის ცნობით:
XVI ს-ის ბოლოს დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. ამ დროს ასპინძა დიდი სოფელი ყოფილა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. "სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში" ასპინძა მოხსენიებულია: "ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას..." ვახუშტის მიხედვით: "ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა შენი, მაგარი.[6]
1625 წელს ასპინძასთან გაიმართა ბრძოლა, რომელშიც გიორგი სააკაძემ დაამარცხა ყიზილბაშები. 1770 წლის ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ დაამარცხა ოსმალებისა და ლეკების შეერთებული ლაშქარი.
ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, 1829 წელს, იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერის მიხედვით ასპინძა უკვე დიდი სოფელი და ახალციხიდან ახალქალაქამდე სიდიდით მეორე საფოსტო სადგური იყო. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის, მეხილეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა, სამკერვალო და საკონდიტრო ფაბრიკები.
კურორტი
რედაქტირებაასპინძაში მთის სტეპის ჰავაა, იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2 °C, აგვისტოსი 20,3 °C; საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C.
ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. სამკურნალო ფაქტორია მცირე მინერალიზაციის (0,9 გ/ლ) გოგირდ-წყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმ-კალციუმიანი თერმული (42 °C) წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ). წყალს იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი (ქრონ. სტადიაში).
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 2793 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 3783[7] |
2002 | 3243[7] |
2014 | 2793 |
გალერეა
რედაქტირება-
ასპინძის ციხის კომპლექსი. საერთო ხედი
-
ასპინძის ციხის კომპლექსი. საერთო ხედი
-
ასპინძის ციხე. ხედი ჩრდილო–აღმოსავლეთიდან
-
ასპინძის ციხე. ინტერიერი
-
ასპინძის ციხე. ციტადელი. ხედი ჩრდილო–დასავლეთიდან
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1983 წ.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 640.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
- ↑ ივანე ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, ტ. II, 1983წ. გვ. 102
- ↑ ჯიქია; გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958
- ↑ 7.0 7.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 2016-08-02.