გუბერნია
გუბერნია (რუს. губе́рния) — მსხვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთეული რუსეთში; შემოიღო პეტრე I-მა XVIII საუკუნეში. 1708 წელს მან რუსეთის იმპერია დაყო რვა გუბერნიად: ინგერმანლანდის, მოსკოვის, სმოლენსკის, არხანგელოგოროდის, კიევის, ყაზანის, აზოვის და ციმბირის. 1713-1719 წლებში შეიქმნა ახალი გუბერნიები: ნიჟნი-ნოვგოროდის, ასტრახანის და რიგის. სმოლენსკის გუბერნია შეუერთდა მოსკოვისა და რიგის გუბერნიებს. 1719 წელს გუბერნიები დაიყო პროვინციებად, ხოლო პროვინციები რაიონებად. გუბერნიას სათავეში ედგა გუბერნატორი. ეკატერინე II-ს დროს მიღებული იქნა „სრულიად რუსეთის იმპერიის გუბერნიების მართვის განწესება“. 1775-1780 წლებში გუბერნიების რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ხოლო მისი მეფობის დასასრულს რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ხარჯზე 51-მდე. ამ დროს გუბერნიები, 2 ან 3, გაერთიანდნენ სამეფისნაცვლოში. XIX საუკუნეში შიდა რუსეთში შენარჩუნდა გუბერნიები, ხოლო განაპირა კოლონებში შეიქმნა საგენერალგუბერნატოროები. გუბერნიები რუსეთში გაუქმდა 1924-1929 წლებში.
რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებულ საქართველოში 1840 წელის 10 აპრილს შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რომელმაც 1846 წლამდე იარსება. 1846 წლის 14 დეკემბრის დებულებით საქართველოს ტერიტორია თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად დაყვეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცინცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 288.
- ცინცაძე ზ., აღმოსავლეთ საქართველოს გვიანი შუასაუკუნეებისა და XIX ს-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, თბ., 1974.