აჟარის მუნიციპალიტეტი
(გადამისამართდა გვერდიდან აჟარა (თემი))
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ცენტრალური აჟარა.[1] მდებარეობს კოდორის ხეობაში.
აჟარის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
---|---|---|---|---|---|
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ | ||||
ადმ. ცენტრი | ცენტრალური აჟარა | ||||
კოორდინატები | 43°06′23″ ჩ. გ. 41°44′08″ ა. გ. / 43.106417° ჩ. გ. 41.735556° ა. გ. | ||||
დაარსდა | 2006 | ||||
ფართობი | 2540 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1500 კაცი (2008) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
ოფიციალური საიტი | zemoapkhazeti.ge | ||||
| |||||
ისტორია
რედაქტირება2008 წლამდე აჟარის მუნიციპალიტეტი იყო საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. 2000-იან წლებში ამ ტერიტორიის აღსანიშნად გაჩნდა ტერმინი ზემო აფხაზეთი. 2006 წელს შეიქმნა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. მისი მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1500 ადამიანს. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2].მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია დროებით განთავსებულია თბილისში.
ტერიტორიული ერთეულები
რედაქტირებამუნიციპალიტეტში შემდეგი ტერიტორიული ერთეულებია:
- ომარიშარა-გვანდრა — გვანდრა, ომარიშარა
- გენწვიში-ხუტია — მარცხენა გენწვიში, მარჯვენა გენწვიში, ტვიბრაშერი, ხუტია.
- აჟარა — ბრამბა, ზემო აჟარა, ნაჰარი, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ხეცქვარა.
- ჩხალთა — აძგარა, ბუჩუყური, ბუძუგური, ზემო ზიმა, მარცხენა პტიში, მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, ქვემო ზიმა, შაფათკვარა, ჩხალთა.
- საკენი — საკენი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ზოგადი ინფორმაცია. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-15. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2024
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ