პეტრე ცისკარიშვილი
პეტრე ცისკარიშვილი (დ. 27 თებერვალი 1974, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (2006-2008).
პეტრე ცისკარიშვილი | |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2006 – 29 აპრილი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე |
მემკვიდრე | ბაკურ კვეზერელი |
კახეთის მხარის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2004 – 2006 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი |
წინამორბედი | თამაზ ხიდეშელი |
მემკვიდრე | გია ნაცვლიშვილი |
დაბადებული | 27 თებერვალი, 1974 თბილისი, საქართველოს სსრ |
საარჩევნი ოლქი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
შვილები | ნიკოლოზი |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის წევრი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წელს ქალაქ თბილისში. 1991 წელს კოლორადოში (აშშ) დაამთავრა ბასალტის საშუალო სკოლა. 1991-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტზე. 1993-1997 წლებში სწავლობდა აუგსბურგის ინსტიტუტში (მინეაპოლისი, აშშ). 1998 წელს დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი მარკეტინგისა და კომერციის სპეციალობით; ხოლო 2002 წელს - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.
აშშ-ში სწავლის პარალელურად იყო კერძო რეპეტიტორი გეოგრაფიაში, ისტორიაში და რუსულ ენაში; I და II კურსის სტუდენტთა დამხმარე პედაგოგი ეკონომიკასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში; იურიდიული ფირმა „Kurzman, Grant & Ojala Law Offices Chartered“ რეფერენტი ბიზნესის საკითხებში; საგამომცემლო ფირმის „Scholz Publishing Co“. თანადამფუძნებელი.
1997-1998 წელს მუშაობდა საქართველოს მრეწველობის სამინისტროში. 1998-1999 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ ფინანსური მენეჯერი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში. 2006 წლიდან არის საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. 2006 წლის 10 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახმეტის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“ და საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილ იყო კვლავ ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა დამარცხდა კოალიცია ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ზურაბ ზვიადაურთან. მიუხედავად ამისა, ცისკარიშვილი 2012-2016 წლებში მაინც გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით (ის მეორე ნომრად იყო წარმოდგენილი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 45,32% მიიღო (8080 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1]
2022 წლის 10 იანვარს აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად, ამ პოსტზე შეცვალა კობა ნაყოფია.[2]
ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი — ნიკოლოზი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ესპანურ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ შედეგები 2012
- ↑ „ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)