საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს[2].

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
უწყების შესახებ
შეიქმნა 2017
მინისტრი ოთარ შამუგია
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.mepa.gov.ge

ისტორია

სამინისტრო შეიქმნა 2017 წლის 7 დეკემბერს ორი უწყების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანების შედეგად. გაერთიანებამდე ეს ორი სამინისტრო ცალკე უწყების სახით არსებობდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1950 წლიდან, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო 1991 წლიდან. საქართველოში პირველი სახელმწიფო გარემოს დაცვითი ორგანო შეიქმნა 1974 წელს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სახით. მისი საქმიანობა ძირითადად სახელმწიფო კონტროლისა და დარგთაშორისი კოორდინაციის ფუნქციით შემოიფარგლებოდა. 1991 წელს კი შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო.

მინისტრები

სოფლის მეურნეობის მინისტრები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრები

საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სამინისტროს, ტექნიკური კულტურების სამინისტროსა და მეცხოველეობის სამინისტროს საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროდ გაერთიანების შესახებ გამოიცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება. გაზეთი კომუნისტი, ქ. თბილისი, 1947 წლის 19 მარტის N58.

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრები

გარემოს დაცვის მინისტრები

საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეუერთდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ჩამოყალიბდა ახალი უწყება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო[3].

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2009-08-29.
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
  3. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-09. ციტირების თარიღი: 2018-09-08.