ნოდარ ამბროსის ძე ჭითანავა (დ. 10 მარტი, 1935, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. სკკპ-ს წევრი 1990-1991 წელი, 1958 წლიდან პარტიის წევრი.

ნოდარ ჭითანავა
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1935
ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი პარტიული სკოლა.
საქმიანობა ეკონომისტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1968 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი პარტიული სკოლა. 1959 წლიდან მოყოლებული კომკავშირული და პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული. 1973-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ აჭარის რეგიონული კომიტეტის მეორე მდივნად. 1974-1979 წლებში — საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1979-1985 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1985-1989 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1989-1990 წლებში იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.[1] სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მე-10 და მე-11 მოწვევის დეპუტატი. 1990-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება