მიხეილ სვიმონიშვილი

მიხეილ სვიმონიშვილი (დ. 1977, თბილისი) — ქართველი მეწარმე და პოლიტიკოსი.

მიხეილ სვიმონიშვილი
მიხეილ სვიმონიშვილი
გურიის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ნოემბერი 2006 – თებერვალი 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე
წინამორბედიალეკო ცინცაძე
მემკვიდრერამაზ ნიკოლაიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
დეკემბერი 2004 – ნოემბერი 2006
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიდავით შერვაშიძე
მემკვიდრეპეტრე ცისკარიშვილი

დაბადებული1977
თბილისი საქართველოს დროშა საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებაციურიხის უნივერსიტეტი
საქმიანობამეწარმეობა
რელიგიამართლმადიდებელი

განათლება

რედაქტირება

1993 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის ქალაქ ბრუხზალის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ასევე მუსიკალური განათლება და არის ფოლკლორული ანსამბლ „გეორგიკას“ წევრი.

საჯარო სამსახური

რედაქტირება

2004-2008 წლებში მუშაობდა საჯარო სამსახურში, 2004 წელს მცირე ხნის მანძილზე იყო თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.[1] იმავე წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად,[2] 2006-2008 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში.

2008 წლიდან კვლავ ბიზნესში მოღვაწეობს. ხელმძღვანელობს კომპანია შ.პ.ს. „წყალი მარგებელს“, რომელიც 1997 წელს შვეიცარეილ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და აწარმოებს მინერალური წყალ - ნაბეღლავს და სუფრის წყალ „ბახმაროს“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ეკონომისტი მთავარ არქიტექტორად // 24 საათი. - 2004. - 5 ნოემბერი. - N263. - გვ.A6
  2. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა