სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაბეღლავი.

ნაბეღლავი — ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი ნატურალური მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე.

ნაბეღლავი
ტიპი მინერალური წყალი
დაფუძნდა 1998
სათავო ოფისი საქართველო; გურია
პროდუქცია ნაბეღლავი
შვილობილ(ებ)ი ბახმარო
საიტი ნაბეღლავი
ფეისბუქი

ჩამოსხმის ისტორია

რედაქტირება

გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთი წყაროსათვის, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ. 1905 წელს სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო. 1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდა „ნაბეღლავს“, ძირითადად ყაზახეთის ბაზრისთვის. 1998 წელს შვეიცარელ ინვესტორებთან ერთად არსებული ქარხნის ბაზაზე დაარსდა სს „წყალი მარგებელი“, რომელმაც განაახლა ნაბეღლავის ჩამოსხმა. მთლიანად მოხდა ქარხნის მოდერნიზება, კომპანია სწრაფად განვითარდა და გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქართული მინერალური წყლების ბაზარზე.

2007 წლისთვის სს „წყალი მარგებელმა“ შეისყიდა 25-წლიანი ლიცენზია „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ წყლების მოპოვებაზე. ამ ეტაპზე „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ 30-მდე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

2017 წლიდან „წყალი მარგებელ“-მა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „რაუხთან“ ერთობლივი წარმოება დაიწყო.

2017 წლის 24 ივნისს ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გაიხსნა. ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს.

სასარგებლო თვისებები

რედაქტირება

„ნაბეღლავი“ ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით; მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ნაბეღლავის სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყებიდან. ნაბეღლავს იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

რეკომენდებულია როგორც სასმელი, სუფრის-სამკურნალო წყალი შემდეგი დაავადებების დროს:

ასორტიმენტი

რედაქტირება
  1. ნაბეღლავი 1 ლ პეტი
  2. ნაბეღლავი 0,5 ლ პეტი
  3. ნაბეღლავი 0,5 ლ მინა
  4. ნაბეღლავი 0,2 ლ მინა
  5. ნაბეღლავი 0,33 ლ ქილა
  6. ნაბეღლავი ლაიმით 0,33 ლ ქილა
  7. ნაბეღლავი გრეიპფრუტით 0, 33 ქილა

ქიმიური შემადგენლობა

რედაქტირება

 

კატიონები

რედაქტირება

ანიონები

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება