სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბახმარო.

ბახმარო — დაბალმინერალიზებული წყაროს წყალი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში.

ბახმარო
ტიპი მინერალური წყალი
დაფუძნდა 2002
სათავო ოფისი საქართველო; გურია
პროდუქცია ბახმარო
საიტი საიტი

„ბახმარო“ მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და pH-ის იდეალური მაჩვენებელი აქვს: 7.5. დაშვებულია ბავშვთა კვებაში მშრალი ნარევების მოსამზადებლად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ.

ჩამოსხმის ისტორია

რედაქტირება

გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთი წყაროსათვის, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ. 1905 წელს სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო. 1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდა „ნაბეღლავს“, ძირითადად ყაზახეთის ბაზრისთვის. 1998 წელს შვეიცარელ ინვესტორებთან ერთად არსებული ქარხნის ბაზაზე დაარსდა სს „წყალი მარგებელი“, რომელმაც განაახლა ნაბეღლავის ჩამოსხმა. მთლიანად მოხდა ქარხნის მოდერნიზება, კომპანია სწრაფად განვითარდა და გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქართული მინერალური წყლების ბაზარზე. 2002 წლიდან კი ქარხანამ ნაბეღლავთან ერთად დაიწყო წყაროს წყალი ბახმაროს ჩამოსხმაც.

ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს არ იცვლება მისი პირველადი ქიმიური შემადგენლობა.

2007 წლისთვის სს „წყალი მარგებელმა“ შეისყიდა 25-წლიანი ლიცენზია „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ წყლების მოპოვებაზე. ამ ეტაპზე „ნაბეღლავი“ და ბახმარო 30-მდე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება