ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაბეღლავი.

ნაბეღლავისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნაბეღლავი, თავპანტა, ქვაბღა, ჩხაკოურა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 475 მ., ჩოხატაურიდან 22 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 40 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
ნაბეღლავი

მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ ქარხანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ნაბეღლავი
კოორდინატები 41°56′37″ ჩ. გ. 42°21′29″ ა. გ. / 41.94361° ჩ. გ. 42.35806° ა. გ. / 41.94361; 42.35806
ცენტრის სიმაღლე 475
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 195[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %, რუსები 1,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 195 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 181
1911[4]   837
2002[5]   209 95 114
2014[1]   195 88 107

ნაბეღლავი არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. სამკურნალო ფაქტორია ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი. მდიდარია როგორც ფოთლოვანი, ისე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,1 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,6 °C, აგვისტოსი 20,2 °C. ნაბეღლავის მინერალური წყალი ბორჯომის ტიპისაა. იყენებენ სასმელად და აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა. სეზონი მთელი წელი. სოფელში არის შ.პ.ს. „წყალი მარგებელის“ ქარხანა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა პანსიონატი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 280.
  • ჯიქია ლ. კურორტი ნაბეღლავი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1979