ჩხაკოურა
სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
ჩხაკოურა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავის თემში (სოფლები: თავპანტა, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკოურა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 910 მ., ჩოხატაურიდან 33 კმ, საჯავახოდან 51 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა. ამჟამად მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო არის მეცხოველეობა. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
ჩხაკოურა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაბეღლავი |
კოორდინატები | 41°54′08″ ჩ. გ. 42°23′00″ ა. გ. / 41.90222° ჩ. გ. 42.38333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 910 მ |
მოსახლეობა | 223[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დასახლდნენ აჭარლები. XX საუკუნის დასაწყისში სოფელში აშენდა მეჩეთი. 1930-იან წლებში სახელმწიფომ მოითხოვა მეჩეთის დაშლა, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა და მეჩეთი ფუნქციონირებას აგრძელებდა ფარულად.[3] მეჩეთი ამჟამად ფუნქციონირებს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 223 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 331 | 160 | 171 |
2014[1] | 223 | 112 | 111 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 172.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა[მკვდარი ბმული]
- ↑ „ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში“ ბათუმი 2010 წ.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II