შოთა ადამია (დ. 25 იანვარი 1929, თბილისი) — ქართველი გეოლოგი და პედაგოგი. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე არჩეულ იქნა 1992 წლის 24 ნოემბერს. გეოლოგია-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969); პროფესორი (1991). 1991 წლიდან საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.

შოთა ადამია
საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 1992
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრი  თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე (მოვალეობის შემსრულებელი), ოთარ ფაცაცია
მემკვიდრენინო ჩხობაძე

საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ნოემბერი, 1992 – 21 დეკემბერი, 1995

დაბადებული25 იანვარი, 1929 (87 წლის)
თბილისი,საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრეფია-გეოლიგიის ფაკულტეტი 1956 წელს
პროფესიაგეოლოგი
პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953-1955 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; შემდგომ მეცნიერ თანამშრომელი; 1971-1976 წლებში ამავე ინსტიტუტის კომპლექსური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი; 1976-1988 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988-1995 წლებში დირექტორი; 1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი; 1991 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს გეოლოგიის, ასევე გეოფიზიკის პრობლემების ფართო წრეს; მის შრომებში ახლებურადაა გადაწყვეტილი საქართველოსა და კავკასკიის ალპურისწინა და ალპური წარმონაქმნების რეგიონული გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრაფიის, ტექტონოლოგიის, პეტროლოგიის და სხვა საკითხები; ნაჩვენებია, რომ კავკასიონის გრანიტ-მეტამორფული კომპლექსები ძირითადად პალეოზოურია, ხოლო მათი ზეწრული აგებულება გვიანდელი ჰერცინული დანაოჭების შედეგია. ნეომობილიტურ იდეებზე დაყრდნობით კოლეგებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება კასპიისა და შავი ზღების ღრმულების რიფტულ წარმოშობაზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გეოტექტონიკა (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000. - -284გვ.
  • მასალები კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულების შესახებ მდ. პატარა ლიახვის აუზსა და ქ. დუშეთის მერიდიანს შუა (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, , 1958. - 934გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება