ნინო ჩხობაძე
ქართველი ბიოლოგი და პოლიტიკოსი
ნინო ჩხობაძე (დ. 28 იანვარი 1961, ქუთაისი) — ქართველი ბიოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე.
ნინო ჩხობაძე | |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 დეკემბერი, 1995 – 17 თებერვალი, 2004 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, გიორგი არსენიშვილი, ავთანდილ ჯორბენაძე, ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | შოთა ადამია |
მემკვიდრე | თამარ ლებანიძე |
დაბადებული | 28 იანვარი, 1961 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, დაამთავრა 1985 წელს. 1990 წელს ასპირანტურა ეკოლოგიის განხრით. |
პროფესია | ბიოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1978 - 1980 წლებში იყო ქუთაისის N4 პოლიკლინიკის სანიტარი; 1984 - 1985 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე; 1985 - 1888 წლებში მდივანი; 1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993 - 1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; 1995 წლის 21 დეკემბრიდან - 2004 წლის 17 თებერვლამდე არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- მწვანეთა მოძრაობის ეკოლოგიური ასოციაცია, სწავლული მდივანი (1989-)
- საქართველოს მწვანეების ცენტრალური საბჭო, წევრი (1995-)
- საქართველოს მწვანეთა დარბაზი, წევრი (1989-)
- საქართველოს მწვანეთა პარტია, წევრი (1994-)
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 378.