კომუნისტი (გაზეთი)

(გადამისამართდა გვერდიდან კომუნისტი)

„კომუნისტი“ — ყოველდღიური გაზეთი, საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ორგანო.[2][3]

კომუნისტი
ტიპი: ყოველდღიური გაზეთი
ფორმატი: დიდი ფორმატი
მფლობელ(ებ)ი: საქართველოს კომუნისტური პარტია
გამომცემელი: საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის გამომცემლობა
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: ნ. კიკნაძე (1923–1935)
კ. შეროზია (1937)
ვ. ხატიაშვილი (1938–1944)
ბ. ნანიტაშვილი (1944)
დაარსდა: 3 ივნისი, 1920; 104 წლის წინ (1920-06-03)
პოლიტიკური ერთგულება: კომუნიზმი
მარქსიზმ-ლენინიზმი
ენა: ქართული
შეწყვიტა გამოცემა: 11 ნოემბერი, 1990; 34 წლის წინ (1990-11-11)[1]
პერიოდულობა: 700 000 (1980)

პირველი ნომერი გამოვიდა 1920 წლის 3 ივნისს თბილისში, როგორც საქართველოს კპ ცენტრალური და თბილისის კომიტეტების ორგანო.[4][კომ. 1]

10 ნომრის გამოცემის შემდეგ გაზეთი დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის დროს გაზეთი გამოდიოდა „საქართველოს კომუნისტის“ (21 ნომერი)[კომ. 2][5] და „ახალი კომუნისტის“ სახელწოდებით.[კომ. 3][6]

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლის 2 მარტიდან კვლავ „კომუნისტის“ სახელწოდებით გამოდიოდა.

 
„კომუნისტი“, 14 მაისი, 1981, № 111, გვ. 4.

თემატიკა

რედაქტირება

„კომუნისტი“ ასახავდა საქართველოს სსრ ისტორიის ყველა მნიშვნელოვან პერიოდს, იბრძოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად.

აშუქებდა პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, განათლებისა და სხვა საზოგადოებრივ საკითხებს.

გაზეთს ჰქონდა დამატებები — ჟურნალები „ჩირაღდანი“ (1923–1925), „მეცნიერება და ტექნიკა“ (1925–1926), „დროშა“ (1929–1934), გაზეთი „სოფლის მეურნეობა“ (1958).

სხვადასხვა დროს „კომუნისტის“ რედაქტორები იყვნენ ი. (მამია) ორახელაშვილი, ფ. მახარაძე, ა. ქურიძე (ს. ეული), ვ. სუხიშვილი, ა. თუმანოვი, ვ. ბახტაძე, გ. მუშიშვილი (გ. ხოფერია), ნ. კიკნაძე, დ. მჭედლიშვილი, გ. ბედინეიშვილი.

1950 წელს დაარსების 30 წლისთავთან დაკავშირებით „კომუნისტი“ დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. ტირაჟი 700 ათ. ცალი (1980). გაზეთმა თავისი არსებობა შეწყვიტა 1990 წელს.

გაზეთის დამატებანი

რედაქტირება
  • სალიტერატურო-სამხატვრო ჟურნ. „ჩირაღდანი“. 1923–1925
  • ორკვირეული სურათებ. ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“. 1925–1926
  • ჩანართი — „ახალგზელი“. 1925–1927
  • ორკვირეული სამხატვრო-სალიტ. ჟურნ. „დროშა“. 1929–1934
  • წიგნები: ე. ნინოშვილის თხზულებანი, გორევის „ტომას მორიდან ლენინამდე“, „როგორ არის აშენებული რ. კ. პარტია“, ი. ბ. სტალინის „პარტიის მორიგი ამოცანები და მემარჯვენე გადახრა“ (თბ. 1929), „ახალი ვითარება, სამეურნეო მშენებლობის ახალი ამოცანები“ (თბ. 1931); „საანგარიშო მოხსენება პარტიის XVIII ყრილობაზე“ (თბ. 1934).[კომ. 4][7]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ელექტრონული ვერსიები
1920–1929 · 1930–1939 · 1940–1949 · 1950–1959 · 1960–1969 · 1970–1979 · 1980–1989

კომენტარები

რედაქტირება
  1. „კომუნისტი“ — ყოველდღიური ორგანო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ და ტფილისის კომიტეტებისა. თბილისი, 1920. სარედაქციო კოლეგია. (სტამბა „ეკონომია“, დიდი ვანქის ქ. № 3). თით. 4 გვ. სულ გამოვიდა ათი ნომერი: 1920 № 1 (3/VI)–10 (13/VI) დაიხურა გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით (იხ. „საქართველოს კომუნისტი“ 1920 წ. № 1, წერილი „რა მოხდა“). მის ნაცვლად გამოდიოდა გაზეთი „საქართველოს კომუნისტი“ (1920).
  2. „საქართველოს კომუნისტი“ — ყოველდღიური ორგანო საქართველოს კომუნისტურ პარტიის ცენტრალურ და ტფილისის კომიტეტებისა. თბილისი, 1920. რედაქტორი: სარედაქციო კოლეგია. ფაქტიური რედაქტორი: ფილიპე მახარაძე. (სტამბა „ეკონომია“). გამოდიოდა დახურული „კომუნისტის“ (1920) შემდეგ. „საქართველოს კომუნისტის“ დახურვის შემდეგ იცემოდა „ახალი კომუნისტი“ (1920). თით. 4 გვ. 1920 № 1 (18/VI)–25 (17/VII).
  3. „ახალი კომუნისტი“ — ყოველდღიური ორგანო საქართველოს კომუნისტურ პარტიის ცენტრალურ და ტფილისის კომიტეტისა. თბილისი, 1920. დრ. რედაქტორები: დიმიტრი ჯორბენაძე (№1–№48), ა. ქურიძე (№49–№72); ლ. სუხიშვილი (№73-დან ბოლომდე). (სტამბა „ეკონომია“). იცემოდა „საქართველოს კომუნისტის“ ნაცვლად. დახურულ იქნა მენშევიკების ხელისუფლების მიერ; შემდგე დაიწყო გამოსვლა (საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წლიდან) გაზ. „კომუნისტმა“ (1921). თით. 4 გვ. 1920 № 1 (25/VI)–121 (17/XII).
  4. გაზეთის შინაარსისა და მუშაობის დახასიათება მოცემულია გაზეთის საიუბილეო ნომრებში 20 წლის თავზე (იხ. „კომუნისტი“ 1940 წ. 3 ივნისის № 126) და 25 წლის თავზე (იხ. „კომუნისტის“ სპეციალური სტატიები უძღვნეს "Правда"-მ სათაურით "Двадцатипятилетие газеты "Комунисти". (იხ. "Правда" 1945 г. 3 июня), "Заря Востока"-მ (1945 г. 5 июня № 111) და აკადემიკოსმა პ. შარიამ სათაურით: "Боевой орган большевистской печати" (იხ. "Заря Востока" 1945 г. 3 июня № 110).
  1. „კომუნისტი“ // 11 ნოემბერი, 1990, № 262 (21008).
  2. „კომუნისტი“ // georgianencyclopedia.ge
  3. Komunisti // Library of Congress
  4. „კომუნისტი“ // 3 ივნისი, 1920, № 1.
  5. „საქართველოს კომუნისტი“ // nplg.gov.ge
  6. „ახალი კომუნისტი“ // nplg.gov.ge
  7. „კომუნისტი“ // nplg.gov.ge