გრიგოლ მუშიშვილი
გრიგოლ (გიორგი) ანდრიას ძე მუშიშვილი (ნამდვილი გვარი — ხოფერია) (დ. 1899 — გ. 3 იანვარი, 1938) — ქართველი ჟურნალისტი, კრიტიკოსი.
1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი, თანამშრომლობდა გაზეთ „სახალხო საქმეში“, იკვლევდა საქართველოში სოციალიზმის ისტორიას. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების (1921) შემდეგ გახდა ახალგაზრდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მხარდაჭერა გამოუცხადა საბჭოთა მთავრობას, 1924 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი. სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ „რემედასის“ და გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი. აქვეყნებდა პუბლიცისტურ და კრიტიკულ წერილებს, რომელშიც ქართულ ლიტერატურის ნიმუშებს „პროლეტარული მწერლობის“ პოზიციიდან განიხილავდა (მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია 1933 წელს გამოქვეყნებული „გველის პერანგოსანი“, რომელიც გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ იყო მიმართული). 1937 წელს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური მოღვაწეობის ბრალდებით და იმავე წლის 28 დეკემბერს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, პირადი ქონების კონფისკაციით. 1938 წლის 3 იანვარს დახვრიტეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გრიგოლ მუშიშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- გრ. მუშიშვილი. ფსევდონიმების ლექსიკონი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
- მუშიშვილი გიორგი ანდრიას ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა].