რემედასი
„რემედასი“ — რევოლუციის მებრძოლთა დამხმარე საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს განყოფილების ყოველთვიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1924–1932, 1936–1941 წლებში. სხვადასხვა დროს „რემედასის“ რედაქტორები იყვნენ გრიგოლ მუშიშვილი, თ. ჟღენტი, ა. ქოიავა, პოლიო აბრამია, მ. ცენტერაძე, შ. ლეჟავა, ს. ბახტაძე, ს. მეგრელიშვილი, მ. ხუხუნაშვილი, გ. ელისაბედაშვილი. გამომცემელი — „რემედასის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტი. ჟურნალი პროპაგანდას უწევდა სოციალისტური რევოლუციისათვის თავდადებულ მებრძოლებს მსოფლიო მასშტაბით. ასურათებდა საერთაშორისო მუშათა კლასის რევოლუციურ ბრძოლას სხვადასხვა ეტაპზე. „რემედასში“ გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის რევოლუციონერთა კორესპონდენციები. ქართველ საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების გარდა ჟურნალში თანამშრომლობდნენ უცხოელი ავტორები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 353.