დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე (დ. 28 ივნისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2000–2004 და 2012–2013 წლებში, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2017–2022 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში; 2014 წლიდან ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.[1]
დავით კირვალიძე | |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 2 მაისი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | ზაზა გოროზია |
მემკვიდრე | შალვა ფიფია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 მაისი, 2000 – 17 თებერვალი, 2004 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი არსენიშვილი ავთანდილ ჯორბენაძე |
წინამორბედი | ბაკურ გულუა |
მემკვიდრე | დავით შერვაშიძე |
დაბადებული | 28 ივნისი, 1967 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | თარგი:ქვეყნის მონაცემები სსრ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე | ნინო ხმალაძე |
შვილები | ანა, რეზი, ელენე |
რელიგია | მართლმადიდებელი |
განათლება
რედაქტირებადავით კირვალიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. არის ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის მაგისტრი. 1990-1993 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც 1993 წელს წარმატებით დაიცვა თბილისში.[2]
კარიერა
რედაქტირებადავით კირვალიძემ სამუშაო კარიერა აკადემიური სფეროდან დაიწყო. კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის ინსტიტუტში.
საქართველოს გარდა, მან მნიშვნელოვანი სამეცნიერო, ექსპერტული და კვლევითი სამუშაოები ჩაატარა მრავალ ქვეყანაში. მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ზიმბაბვეში, რუანდაში, ეთიოპიაში, ნიდერლანდების სამეფოში, ირლანდიასა და შეერთებულ შტატებში. მას ასევე აქვს ფერმერის პრაქტიკული გამოცდილება.[3]
აქტიური სამეწარმეო და აკადემიური საქმიანობის შემდეგ, 1999 წელს არჩეული იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტში. იყო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.[4]
საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმატებული საქმიანობის შემდეგ, 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. აღნიშნული პოსტი მას 4 წელი — 2004 წლამდე ეკავა.[2]
2005 წლიდან დავით კირვალიძე სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ). 2006 წლის ივნისიდან კი გახდა ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი.[2]
2012–2013 წლებში იგი მეორეჯერ დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად.[5] ხოლო 2017 წლიდან[6] 2022 წლამდე იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში. 2014 წლიდან დღემდე დავით კირვალიძე არის ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრიც.[3]
დავით კირვალიძეს ჰყავს მეუღლე — ნინო ხმალაძე და სამი შვილი — ანა, რეზი და ელენე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით კირვალიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით კირვალიძე — ბიბლიოვიკი
- დავით კირვალიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ David Kirvalidze — Director. Cnfa.org. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022.
- ↑ 2.0 2.1 2.2 საქართველოს მთავრობის შემადგენლობა. საქართველოს პარლამენტის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-17. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022.
- ↑ 3.0 3.1 Davit Kirvalidze. cnfa.org. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022.
- ↑ დავით კირვალიძე. საქართველოს პარლამენტის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022.
- ↑ პარლამენტმა ახალი მთავრობა 88 ხმით დაამტკიცა. „Netgazeti“ (25 ოქტომბერი, 2012). ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022.
- ↑ დავით კირვალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა (15 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022.