მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოროზია.

ზაზა გოროზია (დ. 11 თებერვალი, 1975, ქ. მარტვილი) — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2011 წლის ოქტომბერიდან2012 წლის 25 ოქტომბრამდე.

ზაზა გოროზია
ზაზა გოროზია
ზაზა გოროზია (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის გახსნაზე 2006 წელს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავაოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ივანე მერაბიშვილი
წინამორბედიგურამ მისაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ოქტომბერი 2011 – 25 ოქტომბერი, 2012
წინამორბედიბაკურ კვეზერელი
მემკვიდრედავით კირვალიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 20 ოქტომბერი, 2011
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიმიხეილ არდია
მემკვიდრეგურამ მისაბიშვილი

დაბადებული11 თებერვალი, 1975
მარტვილი, საქართველოს დროშა საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლეთამთა კობახიძე
განათლებათბილისის სამედიცინო აკადემია
პროფესიაჯანდაცვის მენეჯერი

ბიოგრაფიარედაქტირება

ზაზა გოროზია დაიბადა მარტვილის რაიონში 1975 წლის 11 თებერვალს. დაამთავრა მარტვილის მე-2 საშუალო სკოლა. 1992-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით.

2000-2001 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტში სტაჟიორად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა კოლონიის მთავარ ექიმად. 2001-2002 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2003 წელს მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად.

2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უფროსად. 2005-2011 წლებში იყო სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი. 2011-2012 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2012 წლიდან კვლავ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია.

პირადი ცხოვრებარედაქტირება

ჰყავს მეუღლე — თამთა კობახიძე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება