ოთარ შამუგია
ოთარ შამუგია (დ. 30 მაისი, 1976, სოხუმი)[1] — ქართველი ეკონომისტი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2022 წლის 9 თებერვლიდან.
ოთარ შამუგია | |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 9 თებერვალი, 2022 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | ლევან დავითაშვილი |
დაბადებული | 30 მაისი, 1976 სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | 3 შვილი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი |
პროფესია | ეკონომისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1992 წლის სექტემბრიდან 1998 წლის ივნისამდე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (მაგისტრთან გათანაბრებული).
1998–1999 წლებში იყო საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 1999–2004 წლებში — ამავე დაწესებულების ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი). 2004–2005 წლებში — შპს „საქართველოს რკინიგზის“ ქონების მართვის სამსახურის უფროსი. 2005–2006 წლებში შპს „საკონსულტაციო ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი. 2006 წლის თებერვლიდან ივლისამდე — შპს „რეალ ქონსალტინგის“ ფინანსური დირექტორი. 2006–2007 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო სამსახურის უფროსი (მთავარი ბუღალტერი). 2007–2011 წლებში — ამავე სამინისტროს საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი. 2011–2017 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. 2017–2018 წლებში — სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე. 2018–2019 წლებში — საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი. 2019 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე — სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი. 2019–2020 წლებში — სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე.
2020 წლის 25 დეკემბრიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 2022 წლის 9 თებერვალს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად.[2]
ქართულის გარდა, ფლობს რუსულ ენას. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოთარ შამუგია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ შამუგია — გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ოთარ შამუგია. declaration.gov.ge (27 მაისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.02.2022. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2022
- ↑ „მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია“. Civil.ge. 9 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)