ოთარ დანელია
ოთარ დანელია (დ. 21 სექტემბერი, 1979, ქ. სენაკი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014-დან 2016 წლამდე.
ოთარ დანელია | |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ივლისი, 2014 – 9 სექტემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | შალვა ფიფია |
მემკვიდრე | ლევან დავითაშვილი |
დაბადებული | 21 სექტემბერი, 1979 ქ. სენაკი |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
შვილები | 2 შვილი |
ბიოგრაფიარედაქტირება
1996–2000 წლებში სწავლობდა საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში. არის საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის სპეციალისტი. 1997–2002 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.
2001–2004 წლებში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ასისტენტია. 2004–2007 წლებში „კოტ დ’ვუარში გაეროს ოპერაციების“ რეგიონალური წარმომადგენელია. 2008–2011 წლებში „ბანკი რესპუბლიკა–ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის“ ჯერ პროექტის მენეჯერი, შემდეგ კი პროექტებისა და ბიზნეს ანალიზის დეპარტამენტის უფროსია. 2011–2013 წლებში სს „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსია. 2013–2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2014 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრია. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოთარ დანელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ დანელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე დაარქივებული 2014-06-25 საიტზე Wayback Machine.
- ოთარ დანელია ფეისბუქზე