პოლიტიკის მეცნიერება
პოლიტიკის მეცნიერება — მეცნიერება პოლიტიკაზე, ანუ ადამიანთა ცხოვრებისეული მოღვაწეობის განსაკუთრებულ ფორმაზე, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლებრივ ურთიერთობებზე, საზოგადოების სახელმწიფო-პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, პრინციპებზე, ნორმებზე, რომელთა მოქმედების მიზანი საზოგადოების ფუნქციონირების, ადამიანთა და საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის უზრუნველყოფაა. პოლიტიკის მეცნიერება ხშირად განიხილება, როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების პრაგმატული გამოყენება იმის განსასაზღვრად თუ „ვინ რას იღებს, როდის და როგორ“, რაც ხშირად ბუნდოვანს ტოვებს კითხვას „რატომ“.[1] პოლიტიკის მეცნიერებას რამდენიმე ქვესფერო გააჩნია: პოლიტიკური თეორია, საჯარო პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და შედარებითი პოლიტიკა.
პოლიტიკის მეცნიერება არის მეთოდოლოგიურად მრავალფეროვანი. შეიცავს დისციპლინებს, როგორებიცაა: კლასიკური პოლიტიკური ფილოსოფია, სტრუქტურალიზმი, ბიჰევიორიზმი, რეალიზმი, პლურალიზმი და ინსტიტუციონალიზმი. როგორც სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთი განშტოება, იყენებს ისეთ მეთოდებს და ტექნიკას, რაც გამოკველებთან არის კავშირში: ისტორიულ დოკუმენტებს და ოფიციალურ ჩანაწერებს, მეორად რესურსებს, როგორიცაა საგაზეთო სტატიებს, ნარკვევებს და სტატისტიკურ ანალიზებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Laswell, H. (1935). Politics: Who Gets What, When, How. London: McGraw-Hill.