ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სტრუქტურალიზმი (გერმ. Strukturalismus) — XX საუკუნის ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც მეცნიერების კვლევის ამოცანად მიიჩნევს ობიექტების სტრუქტურის დადგენას. იგი იყენებს კვლევის სტრუქტურულ მეთოდებს, რომელიც დამუშავდა მატემატიკაში, ფიზიკასა და ბუნების სხვა მეცნიერებებში. სტრუქტურალიზმს დიდი გავლენა ჰქონდა ლინგვისტიკაზე, სოციოლოგიაზე, ანთროპოლოგიასა და სხვა მიმართულებებზე. იგი დასაბამს შვეიცარიელი ლინგვისტის ფერდინანდ დე სოსიურის შრომებში იღებს. სტრუქტურალიზმისთვის დამახასიათებელია: საკვლევი ობიექტების აქტუალური მდგომარეობისადმი გაღრმავებული ყურადღება, მათთვის შინაგანად დამახასიათებელი დროის გარეშე თვისებების გამორკვევა მისწრაფება, მკვეთრად განსხვავებულ იქნეს საკვლევი ობიექტები და კვლევის საშუალებანი და შესაბამისად უარის თქმა იზოლირებული ფაქტებს ან ელემენტებს შორის მიმართებების ფიქსირება. სტრუქტურალიზმი ობიექტის შესწავლისას გულისხმობს საკვლევი ამოცანის ჩარჩოებში მოძრაობას დაკვირვებადი ფაქტების პირველადი ორგანიზაციიდან ობიექტის შინაგანი სტრუქტურის გამოვლენისა და აღწერისაკენ და, შემდგომ, ობიექტის თეორიული მოდელის შექმნისაკენ მისი ინტერპრეტაციებით საკვლევ მასალაში. სტრუქტურალიზმის განვითარებაზე რიგ მეცნიერებაში გავლენა მოადინა სემიოტიკის წარმოშობამ, ფ. სოსიურის იდეებმა ლინგვისტიკაში, კ. ლევისტროსისა - ეთნოლოგიაში, ვიგოტსკისა და პიაჟეს - ფსიქოლოგიაში, აგრეთვე მეტალოგიკისა და მეტამათემატიკის დამუშავებამ. სტრუქტურალიზმის კვლევის ზოგად საგნად შეიძლება დასახელდეს მოღვაწეობის პროცესები, რომლებიც გაშუალებულია მათი მონაწილეების ურთიერთობით ნიშნების სისტემის საშუალებით. ასეთ სისტემად სტრუქტურალიზმისთვის გვევლინება: ბუნებრივი ენა, პირველყოფილი სოციალური და კულტურული სტრუქტურები და ა.შ. სტრუქტურული მეთოდების გამოყენებამ ლინგვისტიკაში შესაძლებელი გახადა გადაჭრილიყო ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია დამწერლობის არმქონე ენების აღწერასთან. სტრაქტურალიზმის იდეები გარკვეულ მეთოდოლოგიურ როლს ასრულებენ კულტურის მოვლენათა სადისციპლინათშორისო კვლევების გაერთიანებაში, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაახლოებაში მათი სპეციფიკურობის შენარჩუნებით. სტრუქტურალისტები არიან: ლევი-შტრაუსი, ბარტი და ფუკო

ფერდინანდ დე სოსიური
ფერდინანდ დე სოსიური

ბიბლიოგრაფია

ფილოსოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი-1987

https://www.sciencedirect.com/topics/social-sciences/structuralism

https://www.philosophybasics.com/movements_structuralism.html