მთავარი მენიუს გახსნა

სემიოტიკა (ბერძნულად sēmeiotikon < sēmeion – ნიშანი), ს ე მ ი ო ლ ო გ ი ა, დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყველანაირი ტიპის ნიშანი (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით).

  • სინტაქტიკა
  • სემანტიკა
  • პრაგმატიკა

სინტაქტიკარედაქტირება

  მთავარი სტატია : სინტაქტიკა.

სინტაქტიკა სწავლობს ნიშნების ფორმალურ სტრუქტურას შინაარსისგან დამოუკიდებლად

სემანტიკარედაქტირება

  მთავარი სტატია : სემანტიკა.

სემანტიკა შეისწავლის ნიშნებს შინაარსის მხრივ:

ა) საზრისს, რომელსაც ისინი (ეს ნიშნები) გამოსახავენ.
ბ) ობიექტებს, რომელსაც ისინი (ნიშნები) აღნიშნავენ.

პრაგმატიკარედაქტირება

  მთავარი სტატია : პრაგმატიკა.

პრაგმატიკა სწავლობს ნიშნების პრაქტიკულ გამოყენებას, ე. ი. იმას თუ ვინ, როგორ და რა მიზნით მოიხმარს მათ.

ისტორიარედაქტირება

სემიოტიკა წარმოიშვა და განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მათემატიკური ლოგიკის, ემპირიული ფსიქოლოგიის, კიბერნეტიკის, მათემატიკური ლინგვისტიკის განვითარებამ.

სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩ. პირსმა ჩამოაყალიბა, ხოლო შემდგომ განავითარეს და დაამუშავეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩ. მორისმა. სწორედ ჩ. მორისმა დაყო სემიოტიკა 3 ნაწილად: სინტაქტიკად, სემანტიკად და პრაგმატიკად.

სემიოტიკის ჩამოაყალიბება ერთიან დამოუკიდებელ სამეცნიერო მიმართულებად, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ხელოვნური ფორმალური ენების პრობლემატიკასთან (ლოგიკა, მათემატიკური აღრიცხვა, მათემატიკური ლინგვისტიკის წარმომქმნელი გრამატ. დარგები, საინფორმაციო საძიებო ენები, დაპროგრამების ენები, აგრეთვე ის ენები, რომელთაც რეგულარული სინტაქსი აქვთ).

ლიტერატურარედაქტირება

  • ქსე, ტომი 9-ე, სემეურვეო-ტიხტიხი. თბილისი: მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1985. გვერდი 282/2