პრაგმატიკა
პრაგმატიკა — ენათმეცნიერების განხრა, რომელიც ინტერესდება მეტყველების ისეთი ელემეტებით, რომელთა მნიშვნელობის გაგება მხოლოდ კონტექსტის მიხედვთაა შესაძლებელი.
პრაგმატიკის ისტორია
რედაქტირებამე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკელმა უილიამ ჯეიმზმა (1842-1910) განავითარა დოქტრინა პრაგმატიკის სახელწოდებით. მისმა მეგობარმა, ჩარლზ ს. პირსმა (1834-1914) კი მსგავსი ტერმინი, პრაგმატიციზმი იხმარა და აქცენტირება მოახდინა ადამიანის სემიოტიკურ მოქმედებაზე. კერძოდ, მისი ინტერესის სფეროში მოექცა ლინგვისტური ნიშნები და მათი ხმარება.
პირსის მოსწავლემ და თანამემამულემ, ჩარლზ უ. მორისმა (1901-1979) ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე მოახდინა ლინგვისტური ნიშნების შემსწავლელი ძირითადი დისციპლინების კლასიფიკაცია:
- სინტაქსი, რომელიც ეხება რთულ გამონათქვამში ნიშნებს შორის მიმართებას.
- სემანტიკა, რომელიც ეხება ნიშნებსა და რეალობას შორის მიმართებას
- პრაგმატიკა, რომელიც ეხება ნიშნებსა და მათ მომხმარებლებს შორის მიმართებას.
ამგვარად დაიბადა ახალი ლინგვისტური დისციპლინა, რომელიც ინტერესდება არა მხოლოდ ნიშნებით, მათი შემადგენელი ელემენტებითა და რეფერენტებით, არამედ მომხმარებლებით.
პრაგმატიკის საგანი
რედაქტირებაპრაგმატიკა ინტერესდება ერთი მხრივ ინდექსიკალური ტერმინებისთვის დამახასიათებელი კონტექსტურად დამოკიდებული ფენომენებით, როგორიცაა მაგ. "მე", "აქ", "ახლა", რომელთაც გააჩნიათ გამონათქვამის კონტექსტის პარამეტრებით განსაზღვრული რეფერენცია და ასევე პრესუპოზიციის ფენომენებით.
მეორე მხრივ მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს თეორია დასკვნებისა, რომლებიც ენობრივი გამონათქვამებიდან გამოგვაქვს სამყაროს შესახებ არსებული ზოგადი ინფორმაციიდან და მოსაუბრის განზრახვათა შესახებ ვარაუდებიდან გამომდინარე. იგი ემყარება ამერიკელი ფილოსოფოსის, პოლ გრაისის მიერ შემოტანილ განსხვავებას გამონათქვამის საკუთრივ ლინგვისტურ აზრსა და მოსაუბრისათვის აზრს შორის. ამ მოსარების საფუძველზე ფრანგმა ფილოსოფოსმა და ანთროპოლოგმა, დან სპერბერმა და ბრიტანელმა ენათმეცნიერმა დეირდრ უილსონმა განავითარეს მართებულობის თეორიის სახელით ცნობილი ზოგადი პრაგმატული თეორია.
ოსვალდ დუკროს ძირითადი ნაშრომები ეხება ერთი მხრივ პრესუპოზიციას, ანუ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ინგვისტრი გამონათქვამი იმისათვის რომ სათანადოდ იქნას გამოყენებული, მოითხოვს მოსაუბრეებისგან გარკვეულ საერთო ცოდნას (მაგ. იმისათვის, რომ სათანადოდ ითქვას "პავლეც მოვიდა", საჭიროა, საუბარში მონაწილე ყველა ადამიანმა იცოდეს რომ პავლეს გარდა სხვა (ან სხვებიც) არიან მოსული). მეორე მხრივ, დიკრო დაინტერესდა იმით თუ როგორ გადააქვს ზოგიერთ გამონათქვამს, თავისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის მიღმა, გარკვეული იმპლიციტური მნიშვნელობები.
ზოგი პრაგმატიკას განიხილავს როგორც კომუნიკაციის მეცნიერებას. ამ პერსპექტივაში იგი შეისწავლის ენის ხმარებას კომუნიკაციასა და ცოდნაში. ფართო პრაგმატიკა, რომელიც ბევრადაა დამოკიდებული კოგნიტივიზმზე, ინტერესდება ცოდნაში დასკვნების გამომტანი მექანიზმებით, ცნებების აგებით, მეტყველების არასიტყვასიტყვითი გამოყენებით, არგუმენტაციაში ინტენციონალობით და ა.შ. ასეთია მაგალითად, ფსიქოლოგიაში პრაგმატული მიდგომის შემთხვევა, რომელიც ინტერესდება სამეტყველო ინტერაქციების დროს მოქმედი კოგნიტიური და ფსიქოლოგიური პროცესების შესწავლით, გამომდინარე იმ პრინციპიდან, რომ საუბარი, როგორც ქცევათა გამოხატვის ბუნებრივ ადგილში, საუკეთესოდაა გამოხატული კოგნიტიურისა და სოციალურის აღრევა, სადაც შესაძლოა დაკვირვება მოხდეს კოოპერაციის მექანიზმების მართვისათვის სპეციფიურ კოგნიტიურ ევრისტიკულ მეთოდებზე. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საუბრის ანალიზი იმ სახით, როგორითაც იგი განხორციელებუია პრაგმატული მიდგომის მიერ ფსიქოლოგიაში, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სპეციფიურ ფსიქოპათოლოგიაში იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს კომუნიკაციაში მონაწილე სუბიექტების მიერ აქტივირებული, ნაწილობრივ ინფრა-ინტენციონალური მენტალური პროცესების ახსნას.
პრაგმატიკა შესაძლოა განხილულ იქნას ორი თვალსაზრისით:
- პრაგმატიკა, რომელიც ინტერესდება კონტექსტზე (ექსტრალინგვისტურ) მეტყველების გავლენითა და შედეგებით (როგორ ვზემოქმედებთ სამყაროზე რაიმეს თქმისას?).
- პრაგმატიკა, რომელიც ინტერესდება მეტყველებაზე კონტექსტის გავლენითა და შედეგებით (რამდენად არის დამოკიდებული ნათქვამი იმ გარემოებებზე, რომლებშიც იგი იქნა გამოთქმული/). ეს პერსპექტივა საშუალებას გვაძლევს ასევე გავითვალისწინოთ ე.წ. "არავერბალური კომუნიკაცია".
კონტექსტი და თანატექსტი
რედაქტირებაპრაგმატიკაში მნიშვნელოვანია ორი ცნების ერთმანეთისგან გარჩევა: კონტექსტი და თანატექსტი.
კონტექსტი მოიცავს ყოველივე იმას, რაც მეტყველებისთვის გარეგანია და წარმოადგენს გამოთქმის სიტუაციის ნაწილს. კონტექსტში იგულისხმება ისეთი ელემენტები, როგორიცაა დროითი და სივრცითი ჩარჩო, ასაკი, მოსაუბრეთა სქესი, წარმოთქმის მომენტი, წარმომთქმელთა სოციალური სტატუსი და ა.შ. ყველა ეს კონტექსტური ნიშანი ფიგურირებს დისკურსში დ წარმოადგენს დეიქსისის ნაწილს. ესენია ე.წ. დეიქტიკური კატეგორიები, რომელთა 5 ტიპს გამოყოფენ:
- პირის დეიქტიკური კატეგორიები: გამოთქმის სიტუაციაში პირის მარკერთა გრამატიკალიზაციის საშუალებები. ამგვარი დეიქტიკური კატეგორიებია: "მე", "შენ", "ჩვენ", "თქვენ".
- დროის დეიქტიკური კატეგორიები: ესენია დროის მარკერები რომლებიც ათავსებენ გამონათქვამს გამოთქმის მომენტთან მიმართებაში. მაგ. "დღეს", "სამი დღის წინ", "ამ ზაფხულში" და ა.შ.
- სივრცობრივი დეიქტიკური კატეგორიები: ესენია ადგილის მარკერები, რომლებიც გამონათქვამს ათავსებენ გამოთქმის ადგილთან მიმართებაში. მაგ., "აქ", "იქ" და ა.შ.
- დისკურსიული დეიქტიკური კატეგორიები.
- სოციალური დეიქტიკური კატეგორიები (რომლებიც მჭიდრო კავსირშია პირის დეიქტიკურ კატეგორიებთან).
თანატექსტი სიტყვასიტყვით ნიშნავს გამონათქვამის ირგვლივ არსებულ ტექსტს. კოგნიტიური და კონვერსაციონალური თვალსაზრისით კოტექსტი შეიძლება განსაზღვრულ იქნას, როგორც უშუალოდ წინამორბედი გამონათქვამების ინტერპრეტაცია, რომელსაც გადავყავართ მოცემულ გამონათქვამზე. კონტექსტური ფენომენებიკი მიუთითებს სხვადასხვა გამონათქვამებს შორის კავშირზე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Bernicot J., Trognon A., Musiol M. & Guidetti M. (éds.) (2002), Pragmatique et Psychologie, Nancy, Presses Unviversitaires de Nancy.
- Ghiglione, R. et Trognon, A. (1999), Où va la pragmatique ? De la pragmatique à la psychologie sociale, Grenoble, Presses universitaires de Grenoble.
- Grice, H.P. (1979), « Logique et conversation », dans Communication, 30, 57-72.
- Levinson, S. (1983), Pragmatics, Cambridge : Cambridge University Press.
- Moeschler, J. et Reboul, A. (1994), Dictionnaire encyclopédique de pragmatique, Paris, Éditions du Seuil. ISBN 2-02-013042-4
- François Recanati|Recanati, F. (1981), Les énoncés performatifs, Paris, Éditions de Minuit.
- J. L. Austin's How To Do Things With Words
- Brown & Levinson's Politeness Theory
- Geoffrey Leech's politeness maxims
- Levinson's Presumptive Meanings
- Dan Sperber and Deirdre Wilson's relevance theory