ბიჰევიორიზმი
ბიჰევიორიზმი (ინგ. Behaviorism, სიტყვასიტყვით ქცევათმეცნიერება) — წარმოადგენს ამერიკული პრაგმატული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ფსიქიკას განიხილავს მხოლოდ როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების ერთობლიობას გარე ზემოქმედებაზე - სტიმულირებაზე.
ბიჰევიორიზმი წარმოიქმნა 1913 წელს ჯონ უოტსონის (1878-1958) დეკლარაციების წყალობით, რომელიც გადმოცემული იყო მის სტატიაში „ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალსაზრისით“ გამოიყენეს რა პავლოვის მოძღვრება და ედუარდ ლი თორნდაიკის მიერ განხორციელებული ცხოველების ქცევის კვლევა, ბიჰევიორისტები ვარაუდობენ, რომ დასწავლის და გამოცდილების შეძენის კანონები ადამიანებსა და ცხოველებში ერთნაირია. გამორიცხეს რა ინსტინქტები თავიანთი ინტერესების სფეროდან, ბიჰევიორისტები დაინტერესდნენ მხოლოდ ქცევითი ჩვევების გამომუშავების კანონზომიერებებით.
20-იან წლებში ბიჰევიორიზმი დაიყო რიგ მიმართულებებად, ხოლო 30-იან წლებში გაჩნდა ნეობიჰევიორიზმი. მან შესწორება შეიტანა თავდაპირველ ბიჰევიორიზმში, აღიარა შუალედური რგოლი სტიმულსა და რეაქციას შორის, შემოიღო რა ცნება „შუალედური ცვლადები“, რომელთაც განეკუთვნა ქცევის მოტივები, მიზნები და სხვა „შინაგანი“ კომპონენტები.
ბიჰევიორიზმში შემუშავებული ჩვევების ფორმირების კვლევის მეთოდიკები ფართოდ გამოიყენება ქცევის ფსიქოლოგიაში.
ბიჰევიორიზმის ფილოსოფიურ წანამძღვრები
რედაქტირებაკლასიკური ბიჰევიორიზმის ფილოსოფიურ წანამძღვრებს პოზიტივიზმი და პრაგამატიმზი წარმოადგენს. პოზიტივიზმი მოითხოვს მეცნიერებიდან გამოირიცხოს ყველაფერი რაც არაა უშუალოდ დაკვირვებადი. ის ბიჰევიორისტული მოძღვერების საფუძვლად მდებარე პირველ მოსაზრებაში აისახა. პრაგმატიზმი ნებისმიერი საკითხის პრაქტიკული, გამოყენებადი ასპექტების ძიებაში და ხაზგასმაში ვლინდება. ის ბიჰევიორისტული მოძღვრების საფუძვლად მდებარე მეორე მოსარებაში აისახა.
დახასიათება
რედაქტირებაბიჰევიორიზმი ინგლისური სიტყვიდან behaviour მოდის და ქცევას ნიშნავს. ქცევა არის ფსიქიკური პროცესების გავლენით გამოხატული საერთო აქტიურობა, რომელიც ხორციელდება ჩონჩხის კუნთების მოქმედებით და რომელსაც არეგულირებს ნერვული და ენდოკრინული სისტემა. ქცევა ერთი მხრივ არის ფიზიოლოგიურ პროცესთა გამოხატულება: პოზა, მიმიკა, ინტონაცია, გაწითლება, კანკალი, სუნთქვის სიხშირის ცვლილება... მეორე - სხვადასხვა მოძრაობები, ჟესტები, მისალმება, თავის დახრა, მუშტის ბრახუნი... მესამე - რთული ქცევითი აქტის გამოვლენა რაიმე მიზნის განსახორციელებლად
ბიჰევიორიზმის საფუძვლად მდებარე მოსაზრებები
რედაქტირებაჯონ უოტსონმა ბიჰევიორიზმს, როგორც მეცნიერებას, სამი მოსაზრება დაუდო საფუძვლად;
პირველი მოსაზრება
რედაქტირებაპირველი - ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ადამიანის ქცევა. ის რაც ობიექტურად გვეძლევა, რაც დაკვირვებადია. ამ თვალსაზრისით ის ინტროსპექციურ მოძღვრებას უპირისპირდება.
სტიმული რეაქცია
რედაქტირებაუოტსონმა შეიმუშავა ფორმულა S-R . S (სტიმული) - ორგანიზმზე მოქმედი გამღიზიანებელი; ტალღების სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივები, განსხვავებული სიხშირისა და ამპლიტუდის აკუსტიკური ტალღები, ყნოსვის ორგანოებზე მოქმედი ნივთიერების უმცირესი ნაწილაკები... ასევე კუნთების შეკუმშვა, ჯირკვლების სეკრეცია და სხვა ორგანული პროცესები.
ვოტსონმა პირველმა შემოიღო ტერმინი რეაქცია ფსიქოლოგიაში და ქცევა ახსნა, როგორც რეაქციათა სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს გარემოს კონკრეტული ფაქტორი - სტიმული. ვოტსონი უშვებს თანდაყოლილი და შეძენილი, ექსპლიციტური და იმპლიციტური რეაქციების არსებობას. ის რეაქციების ოთხ კლასს გამოყოფს
1. ექსპლიციტური - შეძენილი - სამოძრაო ჩვევები, როგორიცაა ცეკვა, ჩოგბურთის თამაში, ჩაცმა...
2. იმპლიციტური - შეძენილი - შინაგანი მეტყველება ანუ აზროვნება. ვოტსონის აზრით იმპლიციტურმა რეაცქიებმა უნდა შეცვალოს ის, რასაც ინტროსპექციული ფსიქოლოგია აზრს, ხატს, იდეას, წარმოდგენას უწოდებს. აზროვნება იმპლიციტური რეაქციის ტიპური ნიმუშია.ის უნდა აღიწეროს არა წარმოდგენებისა და აზრების, არამედ მოტორული რეაქციების ტერმინებით.
3. ექსპლიციტური - თანდაყოლილი - უპირობო რეფლექსები, როგორიცაა ცხვირის ცემინება, თვალის ხამხამი, გამოყოფა...
4. იმპლიციტური - თანდაყოლილი - სეკრეცია, შინგანი ფუნქციების მოქმედებასთან დაკავშირებული მოძრაობები.
ბიჰევიორიზმი მიუთოთებს, რომ ბავშვი თანდაყოლილი, მარტივი რეაქციების შეზღუდული რაოდენობით იბადება და გარემოს მიზანმიმართული შეცვლით შესაძლებელია, მისი ფორმირების პროცესის სურვილისამებრ წარმართვა. თანდაყოლილი მხოლოდ მარტივი, უპირობო რეფლექსები. არ არსებობს რთული, თანდაყოლილი რეაქციები მათ ვოტსონი ინსტინქტებს უწოდებს. ყველა რთული ქცევა შეძენილია. თანდაყოლილ ქცევებთან ანუ ინსტინქტებთან ერთად უგულებელყოფილია სპეციალური თანდაყოლილი ნიჭი (მუსიკალური, მხატვრული და სხვა). ქცევა დასწავლის შედეგია: „დასწავლისთვის საკმარისია სტიმულია და რეაქციის თანხვედრა, მოსაზღვრეობა და ერთდროულობა“ (ჯ. უოტსონი).
უოტსონმა S და R-ს ქცევის ერთულები უწოდა და ჩამოაყალიბა 3 საკითხი, რომელიც ფსიქოლოგიუმ უნდა გადაჭრას:
1. დადგინდეს და აღიწეროს რეაქციათა ტიპები.
2. შესწავლილ იქნეს რეაქციათა ფორმირების პროცესი
3. შესწავლილ იქნეს რეაქციათა კომბინაციები ე.ი. დადგინდეს რთულ ქცევათა წარმოშობა.
S-R ფორმულაში არ არის ადგილი ცნობიერების, განცდის, კოგნიციისთვის. ბიჰევიორისტებმა ცნობიერება განდევნეს ფსიქოლოგიოის შესწავლის სფეროდან. „ცნობიერების მდგომეროებები ე.წ. სპირიტიულიზმის ფენომენი არ არის ობიექტურად განსაზრვრადი და ამ მიზეზით ვერასოდეს გახდება მონაცემი მეცნიერებისთვის“ (ჯ. უოტსონი).
ბიჰევიორიზმის მიზანს ორი პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს.
პირველი - სტიმულის მიხედვით პროგნოზირებულ იქნეს ადამიანის ქცევა ანუ რეაქცია.
მეორე - რეაქციის მიხედვით დადგინდეს მისი გამომწვევი სტიმული.
მეორე მოსაზრება
რედაქტირებამეორე მოსაზრების თანახმად ფსიქოლოგია პრაქტიკულ საკითხთა შემსწავლელ მეცნიერებად უნდა იქცეს და ის საკითხები, რომელთაც ფსიქოლოგები შეისწავლიან, არა მარტო მათი მეცნიერული ცნობისმოყვარეობის, არამედ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფას და მდგომერობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.
მესამე მოსაზრება
რედაქტირებამესამე მოსაზრების თანახმად ფსიქოლოგიას უნდა იყოს საბუნებისმეტყველო დისციპლინა. კვლევები ობიექტურ, მეცნიერულ მეთოდებს უნდა ემყარებოდეს. ბიჰევიორისტები კველვებს ცხოველებზე (ვირთხებზე...) ატარებდნენ. ცხოველებს სუფთა არსებებად მიიჩნევდნენ, რადგან მათ ქცევაზე ცნობიერება არ ახდენდა გავლენას. ცდის შედეგები კი თავისუფლად გადაჰქონდათ ადამიანებზე.
გამოჩენილი ბიჰევიორისტების სია
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლილი ხეჩუაშვილი, ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები
- სულხან ცაგარელი, ბიოსოციოლოგია
- თამაზ გოგიჩაიშვილი, განვითრების ფსიქოლოგია
- Л. Первин О. Джон, Психология личности