კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია (დ. 22 თებერვალი, 1969, გალი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი 2019–2022 წლებში და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე 2022 წლის 10 იანვრიდან.
კობა ნაყოფია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1969 |
დაბადების ადგილი | გალი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკობა ნაყოფია დაიბადა 1969 წელს. 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით, პარალელურად დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის „სპეცფაკულტეტი“ — ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობით ბიზნეს-იურისტი. დამთავრებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაცია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი.
1993-2008 წლებში სხვადასხვა დროს იყო კომპანია „ოქროს საწმისის“ გენერალური დირექტრი, შპს „ინვესტმენტ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი, სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს „მადნეულის“ გენერალური დირექტორი, შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი, კომპანია „გეოპრომინინგის“ პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კობა ნაყოფია იყო ჰოლივუდში გადაღებული ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ ერთ-ერთი პროდიუსერი.
2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
კობა ნაყოფია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სენაკის მერობის კანდიდატი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და პირველ ტურში იმაზე მეტი ხმები მიიღო, ვიდრე მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან.[2] მეორე ტურში მცირე სხვაობით დამარცხდა (46,92%; 9923 ხმა).[3]
2019–2022 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. 2022 წლის 10 იანვარს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.[2]
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კობა ნაყოფია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კობა ნაყოფია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 „ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „რაც ვიცით 100%-ით - II ტურის შედეგები“. რადიო თავისუფლება. 31 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)