ირაკლი შიოლაშვილი
ირაკლი შიოლაშვილი (დ. 11 თებერვალი, 1983, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ირაკლი შიოლაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 თებერვალი, 1983 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
2005 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს ამავე ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტი. სპეციალობა ბიზნესის სამართალი და სამართალმცოდნეობა.
2005-2006 წლებში იყო შპს მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს სისტემური ანალიზის ჯგუფის სპეციალისტი; 2006-2007 წლებში შპს „მშენებლობის პროექტების“ სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გზებისა და ხაზოვანი კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტი; 2007-2009 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2009-2010 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010-2012 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2012-2013 წლებში დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად; 2013-2016 წლებში იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარლის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში) სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 54,7% მიიღო (15 806 ხმა).[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი შიოლაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი შიოლაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)