მაწიმისწყალი
მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანში
მაწიმისწყალი, მაწიმი (აზერ. Mazımçay) — მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანში. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მ. მაწიმისწყალზე გადის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავკასიონის წყალგამყოფი ხაზიდან დაწყებული სოფელ მაწიმამდე (18 კმ), რის შემდეგაც იგი მთლიანად გადადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მარცხენა მხრიდან უერთდება ამ ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ მდინარე ალაზანს (21 კმ) აზერბაიჯანის სოფელ ბაირამბინასთან ახლოს. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 326 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.
მაწიმისწყალი აზერ. Mazımçay | |
---|---|
ქვეყანა |
საქართველო აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეულები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 41°54′30″ ჩ. გ. 46°25′50″ ა. გ. / 41.90833° ჩ. გ. 46.43056° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2720 მ |
შესართავი |
ალაზანი 41°38′08″ ჩ. გ. 46°15′54″ ა. გ. / 41.63556° ჩ. გ. 46.26500° ა. გ. |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 326 კმ² |
მდინარის სისტემა | ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 523.