ქურთა (ქურთის მუნიციპალიტეტი)
ქურთა — სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გუჯაბაური, ზემო აჩაბეთი, ზემო მონასტერი, თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ქვემო მონასტერი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 7 კილომეტრი. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. გავრცელებული იყო მემინდვრეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 575.