ზემო აჩაბეთი[2][3]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში, ქურთის თემში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1060 მეტრი, ცხინვალიდან 4 კილომეტრი.[4]

სოფელი
ზემო აჩაბეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი ქურთა
კოორდინატები 42°16′31″ ჩ. გ. 43°57′29″ ა. გ. / 42.27528° ჩ. გ. 43.95806° ა. გ. / 42.27528; 43.95806
ცენტრის სიმაღლე 1060
მოსახლეობა 860[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (95%)
ზემო აჩაბეთი — საქართველო
ზემო აჩაბეთი
ზემო აჩაბეთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ზემო აჩაბეთი
ზემო აჩაბეთი — ქურთის მუნიციპალიტეტი
ზემო აჩაბეთი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

1469 წლიდან სოფელ აჩაბეთში (დღევანდელი ზემო და ქვემო აჩაბეთი) იხსენიება მაჩაბლების რეზიდენცია, რომლებიც მეფის მოურავები იყვნენ და თითქმის მთელ ლიახვის ხეობას განაგებდნენ.[5]

1922 წელს შევიდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში[6] და 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლის 6 დეკემბრამდეგორის რაიონში. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992–2008 წლებში აკონტროლებდა ქართული მხარე.

2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[7] ზემო და ქვემო აჩაბეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნასოფლარად იქცა. აჩაბეთი ჯერ დაიბომბა, შემდეგ ცეცხლში ჩაიწვა, ბოლოს კი, როგორც თვითმხილველები ყვებიან, სპეციალური ტექნიკით მთლიანად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს.[8]

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეროვნება
1907[9] 250 ქართველები
1911[10]   248 ქართველები
1926[11]   283 ქართველები (100%)
1989[12]   601 ქართველები (565; 94%)
ოსები (36; 6%)
2002[1]   860 436 424 ქართველები (95%)

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან აღსანიშნავია აჩაბეთის ციხე, წმინდა ესტატესა და წმინდა კვირიკეს ეკლესიები; ევსტათის ეკლესიიდან ერთ კილომეტრზე, თირის მონასტრისაკენ, გორაკზე, მდებარეობს აბოს წმინდა გიორგის სახელობის ძველი საყდრის ნანგრევები.[5]

  1. 1.0 1.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 72.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 44.
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 506.
  5. 5.0 5.1 მეგრელიძე, ი., სიძველეები ლიახვის ხეობაში, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1984. — გვ. 200—201.
  6. Декрет №2 Об образовании автономной области Юго-Осетии
  7. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
  8. ხიდაშელი თ., ზემო და ქვემო აჩაბეთი // აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 145, თბ., 2009.
  9. Кавказский календарь на 1910 годъ
  10. Кавказский календарь на 1912 годъ
  11. მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 189
  12. Население по итогам переписи 1989 г. (16.02.2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.03.2012. ციტირების თარიღი: 20.08.2019.