ზემო აჩაბეთის წმინდა ესტატეს ეკლესია

ზემო აჩაბეთის წმინდა ესტატეს ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აჩაბეთში, სოფლის აღმოსავლეთ განაპირას. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

მცირე ზომის ეკლესია ნაგებია კარგად თლილი ქვიშაქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს მინაშენები.

დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით. მასში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი, ღრმა ნიშებია მოთავსებული. კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. გადასვლა აბსიდის სწორი კუთხეებიდან კონქის ნახევარსფეროზე ხდება გვირგვინისებურად დალაგებული აგურით.

აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მკვეთრად გამოწეული პილასტრებით, რომელსაც ტრიუმფალური თაღი ეყრდნობა. დასავლეთ კედლის კუთხეებში ფართო შვერილებია.

არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. მინაშენის კედლები შემორჩენილია დაახლოებით 1-2 მეტრის სიმაღლეზე. დასავლეთ მინაშენის აღმოსავლეთ კედელზე და სამხრეთ შესასვლელის ორივე მხარეს კრონშტეინებია. კრონშტეინებს მი-ნაშენების კამარის საბრჯენი თაღები ეყრდნობოდა.

სამხრეთი მინაშენი გახსნილია ერთ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი თაღედით.

ფასადები სადაა, მხოლოდ აღმოსავლეთი სარკმლის ზემოთ რელიეფური თა-ღია, რომლის ზედა ნაწილში ჯვარია ამოკვეთილი. ფასადის მარცხენა კუთხეში ამოკვეთილია ორი ასომთავრული ასო(ნი). ტექ. მდგ. 1983 წ.

ეკლესიის კამარა და სახურავი დაზიანებულია, კარნიზი მრავალ ადგილას ჩა-მონგრეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 80-81
  • Меписашвили Р., Цинцадзе В., "Памятники нагорного характера" (Ачабети). В кн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 104.