გუჯაბაური
გუჯაბაური — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 860 მეტრი, ცხინვალიდან 1 კილომეტრი.
1990 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე — გორის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ქურთის მუნიციპალიტეტში. 1989 წლის აღწერით ცხოვრობდა 1 100 ადამიანი: ოსები (58%) და ქართველები (42%). 1990-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. სოფელს აკონტროლებდნენ სეპარატისტული ძალები. 2008 წლიდან ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. 2015 წელს ოკუპაციის პირობებში ჩატარებული აღწერით ცხოვრობს 894 ადამიანი.[1]
სოფლის ცენტრში არის გვიანი შუა საუკუნეების გუჯაბაურის ღვთისმშობლის ეკლესია.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 321.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.