მხარე
მხარე — ტერიტორიული ერთეული საქართველოსა და რიგ ქვეყნებში. გარდა საქართველოსა, სამხარეო დაყოფა გააჩნია რუსეთის ფედერაციას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს.
საქართველოს მხარეები
რედაქტირება1994-1996 წლებში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების საფუძველზე ცდას ფორმით შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების 9 დიდი გაერთიანება (მხარე). მხარეში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები. მხარე არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვევა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს.
2006 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქციად განისაზღვრა მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობის კანონიერების სახელმწიფო ზედამხედველობა.