აჟარის მუნიციპალიტეტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი სოფელი აჟარა. მდებარეობს კოდორის ხეობაში.

აჟარის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
ადმ. ცენტრი აჟარა
დაარსდა 2006
ფართობი 2540 კმ²
მოსახლეობა 1500 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ოფიციალური საიტი zemoapkhazeti.ge

ისტორია რედაქტირება

2008 წლამდე აჟარის მუნიციპალიტეტი იყო საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. 2000-იან წლებში ამ ტერიტორიის აღსანიშნად გაჩნდა ტერმინი ზემო აფხაზეთი. 2006 წელს შეიქმნა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. მისი მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1500 ადამიანს. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია დროებით განთავსებულია თბილისში.

ტერიტორიული ერთეულები რედაქტირება

მუნიციპალიტეტში შემდეგი ტერიტორიული ერთეულებია:

  1. ომარიშარა-გვანდრა — გვანდრა, ომარიშარა
  2. გენწვიში-ხუტია — მარცხენა გენწვიში, მარჯვენა გენწვიში, ტვიბრაშერი, ხუტია.
  3. აჟარა — ბრამბა, ზემო აჟარა, ნაჰარი, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ხეცქვარა.
  4. ჩხალთა — აძგარა, ბუჩუყური, ბუძუგური, ზემო ზიმა, მარცხენა პტიში, მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, ქვემო ზიმა, შაფათკვარა, ჩხალთა.
  5. საკენი — საკენი.

სქოლიო რედაქტირება