ზურაბ სარჯველაძე (დ. 12 მარტი, 1939, სოფელი ჯუნეწერი, ლანჩხუთის რაიონი — გ. 2002) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1997 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში.

მისი სადისერტაციო თემა იყო „ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2000 — გეორგ როზენის სახელობის პრემია
  • 2000 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
  • 1994 — ალექსანდრე ჰუმბოლდტის სახელობის პრემია
  • 1993 — აკაკი შანიძის სახელობის პრემია
  • 1987 — საქართველოს განათლების სამინისტროს პირველი პრემია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება