ჯუნეწერი
ჯუნეწერი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გვიმბალაურის თემში. მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, გურიის ქედის ჩრდილოეთ კლათის ძირას, ზღვის დონიდან 100 მ., ლანჩხუთიდან 3 კმ. სოფლის ძველი სახელწოდებაა ჯუნჯუათი. სოფელში 4 ქუჩაა: დავით ბოლქვაძის, წმინდა ლაზარეს, ჯაბელის და სერგო ბარამიძის.[2]
სოფელი | |
---|---|
ჯუნეწერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გვიმბალაური |
კოორდინატები | 42°04′27″ ჩ. გ. 42°00′58″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 42.01611° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჯუნჯუათი |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
მოსახლეობა | 351[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში არის ჯუნჯუათის მერკელიანი კირქვის საბადო, რომელიც კირის დასამზადებლად გამოიყენება.
ისტორია
რედაქტირებასოფელში იდგა მაცხოვრის ეკლესია, ნაგები ქვით, ირგვლივ ქვის გალავნით. აქ ინახებოდა მამია გურიელის შეწირული მაცხოვრის ხატი. მისი სამრევლო მოიცავდა 37 კომლს.[3] 1905 წლის რევოლუციის დროს სოფლის ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში ტერორისტი ერასტი ჯორბენაძე უკანონოდ ამზადებდა კუსტარულ იარაღს.[4] 1916 წელს ჯუნჯუათში გაიმართა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენცია ნოე ჟორდანიას ხელმზღვანელობით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის დამარცხების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.[5] საბჭოთა დროს სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[6] | 581 | ||
1911[7] | 532 | ||
2002 | 559 | ||
2014 | 351 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ალექსანდრე ბარამიძე — ფილოლოგი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580-581.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გაზეთი „გურიის მოამბე", 13.2.2012., N6 გვ. 5
- ↑ *ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 83, ISBN 99940-11-89-8.
- ↑ მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 83, ISBN 978-9941-9458-6-1.
- ↑ რამიშვილი ა., ჩვენი შეცდომები, 1918-1921 = Nos erreurs, 1918-1921, ქართულ-ინგლისური ხელოვნების და კულტურის საერთაშორისო ასოციაცია. — გვ. 11, ISBN 99940-58-64-9.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 245.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 151.