ზედა სიმონეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ზედა სიმონეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში. აგებულია XI საუკუნეში.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ეკლესიას მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]
წარწერები
რედაქტირებაეკლესიის სამხრეთი მინაშენის აღმოსავლეთ კედელზე ამოკვეთილია ნუსხურნარევი ასომთავრულით შესრულებული წარწერა:
წ[მიდა]ო გ[იორგ]ი, შე[იწყალე]
ღვინოს
ძეი გიორგი
ეკლესიის დასავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილაზე ნუსხურ წარწერაში იკითხება:
წ[მიდა]ო გ[იორგ]ი შე[იწყალე] კ[ჳრიკ]ე იანვარ, ორნი
ვე ძმანი
ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენის ფასადზე ამოკვეთილია ოთხსტრიქონიანი ნუსხური წარწერა:
ქ. წ. წ[მიდა]ო გ[იორგ]ი შე[იწყალე]
სოფელი ს
ომიანე
თი
სამივე წარწერა XI საუკუნისაა.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 352.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-26.
- ↑ დანელია კ., სარჯველაძე ზ., ქართული პალეოგრაფია, თბ.: „ნეკერი“, 1997. — გვ. 81–82.