ხომული
სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
ხომული — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გუმბრის თემი), მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე. ზღვის დონიდან 140 მეტრი, წყალტუბოდან 4 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს: შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, ოხრის საბადო, სოფლის შუაგულში არის კარსტული ძაბრი, ხოლო მახლობლად ხომულის მღვიმე.
სოფელი | |
---|---|
ხომული | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | გუმბრა |
კოორდინატები | 42°19′54″ ჩ. გ. 42°37′58″ ა. გ. / 42.33167° ჩ. გ. 42.63278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1510[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1510 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[2] | 891 | ||
2002[3] | 2036 | 941 | 1095 |
2014[1] | 1510 | 734 | 776 |
პიროვნებები
რედაქტირებასოფელში დაიბადა ქართველი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი რომანოზ ფანცხავა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 497.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 217.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II