ლუის ჰემილტონი

(გადამისამართდა გვერდიდან ლუის ჰამილტონი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სერ ლუის კარლ დევიდსონ ჰამილტონი (დაიბადა 1985 წლის 7 იანვარს) — ბრიტანელი მრბოლელი, რომელიც ამჟამად ასპარეზობს ფორმულა 1 -ში Mercedes-AMG Petronas ფორმულა ერთი გუნდისთვის. ჰამილტონმა რეკორდულ, 7 ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (რეკორდი მიხაელ შუმახერთან ერთად) და ფლობს რეკორდებს ყველაზე მეტი მოგებით ( 103 ), პოლ პოზიციით ( 103 ), პოდიუმით ( 191 ) და სხვა.

ლუის ჰამილტონი

ჰამილტონი 2022 წლის სან პაულოს გრან პრიზე
დაიბადა

ლუის კარლ დევიდსონ ჰამილტონი[1]
7 იანვარი, 1985 (1985-01-07) (39 წლის)[2]
სტივენიჯი, ჰერტფორდშირი, ინგლისი

ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება დიდი ბრიტანეთის დროშა ბრიტანელი
გუნდი 2023 მერსედესი
რბოლა 310
ჩემპიონი 7 (2008, 2014, 2015, 2017, 2018, 2019, 2020)
მოგება 103
კვარცხლბეკი 191
ქულები 3098
პოულ პოზიცია 103
უსწრაფესი წრე 61
პირველი რბოლა ავსტრალიის გრან პრი 2007
პირველი მოგება კანადის გრან პრი 2007
ბოლო მოგება საუდის არაბეთის გრან პრი 2021
ბოლო რბოლა აბუ დაბის გრან გრი 2022
2022 პოზიცია 6-ლი (240 ქულა)
ვებგვერდი lewishamilton.com
ხელმოწერა

ჰამილტონი დაიბადა და გაიზარდა სტივენიჯში, ჰერტფორდშირში. [3]ის 1998 წელს, 13 წლის ასაკში მაკლარენის ახალგაზრდა მძღოლების პროგრამას შეუერთდა და მალევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი, რომელიც ოდესმე ფორმულა 1-ის გუნდს შეერთებია. 2007 დან 2012 წლამდე ის მაკლარენისთვის ასპარეზობდა, რამაც ის პირველ და 2023 წლის მდგომარეობით ერთადერთ შავკანიან მრბოლელად აქცია ფორმულა ერთში.[4] თავის პირველ სეზონში ჰამილტონმა დაამყარა მრავალი რეკორდი, დაიკავა მეორე ადგილი ჩემპიონის ტიტულისთვის კიმი რაიკონენთან ბრძოლაში. მომდევნო, 2008 წლის სეზონში, მან დრამატულად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული. მან სეზონის ბოლო რბოლის ბოლო წრეზე ბოლო კუთხეში გადაუსწრო თავის კონკურენტს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში. მაკლარენში გატარებული ექვსი წლის შემდეგ, ჰამილტონმა 2013 წელს მერსედესთან გააფორმა კონტრაქტი.

2014 წელს, რეგულაციების ცვლილებისა და ტურბო-ჰიბრიდული ძრავების გამოყენების დაწყებასთან ერთად ჰამილტონისთვის უაღრესად წარმატებული პერიოდი დაიწყო, რომლის დროსაც მან კიდევ ექვსჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა ზედიზედ 2014 და 2015 წლებში. ამ სეზონებში ჰამილტონის უახლოესი კონკურენტი მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი იყო. 2016 წელს როსბერგის მიერ ფორმულა ერთის დატოვების შემდეგ ჰამილტონის უახლოესი კონკურენტი ფერარის სებასტიან ფეტელი გახდა. ჰამილტონმა მისი დამარცხება ზედიზედ ორჯერ, 2017 და 2018 წლებში მოახერხა. ამის ჰემდეგ მან ზედიზედ კიდევ ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, 2019 და 2020 წლებში და გაათანაბრა შუმახერის რეკორდი. 2021 წლის სეზონში მან მე-100 პოულ პოზიცია და რბოლა მოიგო.

ჰამილტონმა დიდი წვლილი შეიტანა გლობალურად ფორმულა ერთისადმი ინტერესის გაზრდის საქმეში გახმაურებული ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი და სოციალური აქტივიზმისა და მუსიკასა და მოდაში ჩართულობის გამო. ცნობილია რომ ის აქტიურად უჭერს მხარს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოტოსპორტში მრავალფეროვნების გაზრდას. 2013 დან 2021 წლამდე ის ფორმულა ერთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი იყო. ჟურნალ ფორბსის მონაცემებით ის 2010იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იყო. 2020 წელს ჟურნალმა თაიმმა ჰამილტონი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეყვანა. 2020 წელს ის რაინდად აკურთხეს. 2022 წელს ჰამილტონს ბრაზილიის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

  1. Hamilton, Lewis (2007). Lewis Hamilton: My Story. HarperSport, გვ. 33. ISBN 978-0-00-727005-7. 
  2. Kelso, Paul (20 April 2007). „Profile: Lewis Hamilton“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 26 June 2008.
  3. Kelso, Paul (20 April 2007). "Profile: Lewis Hamilton". The Guardian. ციტირების თარიღი: from the original on 5 October 2013. Retrieved 26 June 2008.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. Garside, Kevin (13 September 2006). „Formula One's first black driver to take his place on grid“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2024.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუის_ჰემილტონი“-დან