სებასტიან ფეტელი

გერმანელი ავტო მრბოლელი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სებასტიან ფეტელი (გერმ. Sebastin Vettel, გერმანული წარმოთქმა: [zeˈbasti̯a(ː)n ˈfɛtl̩] ( მოსმენა); და. 3 ივლისი, 1987[2]) – გერმანელი მრბოლელი, რომელიც 2007 წლიდან 2022 წლამდე ასპარეზობდა ფორმულა 1 -ში BMW Sauber-ისთვის, Toro Rosso-სთვის, Red Bull-ისთვის, Ferrari-სა და Aston Martin-ისთვის. ფეტელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში. მას ოთხჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელიც მან მოიგო ზედიზედ 2010 წლიდან 2013 წლამდე. ფეტელი ფორმულა 1-ში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონობის რეკორდს ფლობს. მის სახელზეა 53 გამარჯვება და 122 პოდიუმი (მესამე ყველაზე მეტი ისტორიაში) და 57 პოულ პოზიცია (მეოთხე ყველაზე მეტი ისტორიაში) [3] [4] [5]

სებასტიან ფეტელი

ფეტელი 2022-ში
დაიბადა

3 ივლისი, 1987 (1987-07-03) (37 წლის)
ჰეპენჰაიმი, დასავლეთ გერმანია

ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანელი
წლები 2007–2022
გუნდ(ებ)ი BMW Sauber, ტორო როსო, რედ ბული, ფერარი, ასტონ მარტინი
მანქანის ნომერი 5
1 (2014)[1]
რბოლა 300
ჩემპიონი 4 (2010, 2011, 2012, 2013)
მოგება 53
კვარცხლბეკი 122
ქულები 3098
პოულ პოზიცია 57
უსწრაფესი წრე 38
პირველი რბოლა შეერთებული შტატების გრან პრი 2007
პირველი მოგება იტალიისს გრან პრი 2008
ბოლო მოგება სინგაპურის გრან პრი 2019
ბოლო რბოლა აბუ დაბის გრან გრი 2022
ვებგვერდი sebastianvettel.de
ხელმოწერა

ფეტელმა ფორმულა 1-ის კარიერა BMW Sauber-ის საცდელ მძღოლად დაიწყო 2006 წელს, 2007 წელს კი ერთჯერადად რბოლაშიც გამოჩნდა. როგორც Red Bull Junior Team- ის ნაწილი, ფეტელი გამოჩნდა Toro Rosso- ში იმავე წლის ბოლოს და დარჩა სრულ განაკვეთზე მძღოლად 2008 წელს. Toro Rosso-ს სახელით მან გაიმარჯვა იტალიის გრან პრიზე და გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა რბოლის გამარჯვებული . ფეტელი რედ ბულში 2009 წელს დაწინაურდა. რედ ბულთან ერთად, ფეტელმა მოიგო ზედიზედ ოთხი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2010 წლიდან 2013 წლამდე და გახდა ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი. 2013 წელს მან დაამყარა რეკორდი ზედიზედ ცხრა რბოლაში გამარჯვებით.[6] 2015 წელს ფეტელმა ფერარიში ფერნანდო ალონსო შეცვალა და შემდეგი ორი წლის განმავლობაში უახლოესი კონურენცია გაუწია ლუის ჰამილტონსა და მერსედესს, თუმცა ამ წლები მეორე ადგილზე დაასრულა. 2020 წლის სეზონის ბოლოს მან ფერარი დატოვა და შემდეგი ორი წლის მანძილზე ასპარეზობდა ასტონ მარტინისთვის. 2022 წლის სეზონის ბოლოს ფეტელმა კარიერა დაასრულა. [7]

  1. Formula One unveils driver numbers for 2014 season (13 January 2014).
  2. Sebastian Vettel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 9 August 2020
  3. Statistics drivers – Wins by number. ციტირების თარიღი: 29 March 2015
  4. Statistics Drivers – Podiums – By number. ციტირების თარიღი: 8 February 2019
  5. Statistics Drivers – Pole positions – By number. ციტირების თარიღი: 8 February 2019
  6. Wins – Consecutively. ციტირების თარიღი: 12 January 2019
  7. Sebastian Vettel to retire from Formula 1 at the end of the 2022 season. ციტირების თარიღი: 2022-11-20